პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

რეიტინგი: Doing Business – 2018 წელი

მსოფლიო ბანკის პროექტი Doing Business – ბიზნესის კეთება – თითოეულ ქვეყანას ანიჭებს სათანადო პოზიციას იმის მიხედვით, თუ ამ ქვეყანაში რამდენად ხელსაყრელია გარემო ბიზნესის წარმოებისთვის. 2018 წლის რეიტინგში 190 ქვეყნის შეფასებაა წარმოდგენილი. რაც უფრო მაღალია ქვეყნის რეიტინგი, მით უფრო ხელსაყრელი გარემოა ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და საქმიანობისთვის. ბიზნესის კეთების ჯამური რეიტინგი მიიღება შემდეგი 10 კომპონენტის სიადვილისა თუ სირთულის ანალიზის შედეგად:

  • საწარმოს შექმნა
  • მშენებლობაზე ნებართვის მიღება
  • ელექტრომომარაგების სისტემაში ჩართვა
  • საკუთრების რეგისტრაცია
  • კრედიტის მიღება
  • მინორიტი აქციონერების დაცვა
  • საგადასახადო დაბეგვრა
  • საერთაშორისო ვაჭრობა
  • კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა
  • გადახდისუუნარობის გადაწყვეტა

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეცხრე ადგილი დაიკავა, 2017 წლის რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილს იკავებდა. 2018 წლის რეიტინგი შედგენილია 2017 წლის ივნისის მონაცემთა საფუძველზე. საქართველო რეიტინგში მე-9 ადგილზეა. ქვეყანას ყველაზე კარგი მაჩვენებელი (2 ქულა) ”მინორიტარი აქციონერების დაცვის” კომპონენტში აქვს, მას 4-4 ქულით მოსდევს ”ბიზნესის დაწყების” და ”ქონების რეგისტრაციის” კომპონენტები. ყველაზე ცუდი შეფასებები კი ”საერთაშორისო ვაჭრობის” (62 ქულა) და ”გადახდისუნარიანობის” (57 ქულა) კომპონენტებმა მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის რეიტინგთან შედარებით 6 კომპონენტის შეფასებაა გაუმჯობესებული და არცერთი არაა გაუარესებული.

2016 წლის რეიტინგში საქართველოს 23-ე პოზიცია ეკავა, 2017 წელს კი – მე-16 პოზიცია.

Doing Business-ის 2018 წლის რეიტინგში მეცხრეადგილოსანი საქართველოს ჯამური შეფასება 82.04 ქულაა, პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა 86.55 ქულით, ბოლო – 190-ე ადგილს კი სომალი იკავებს 19.98 ქულით.

Doing Business-ის რეტინგში შეგიძლიათ იხილოთ 190-ვე ქვეყნის მონაცემები, ასევე თითოეული ქვეყნის კომპონენტების შეფასებები და შედარებები წინა წელთან. რეიტინგზე სრული რეპორტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება