სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

რეფორმეტრი: პროფესიული განათლების რეფორმა

პროექტს “რეფორმეტრი” ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით. მისი მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

2018 წლის 25 აპრილს, რეფორმეტრის მეორე ფაზა პროფესიული განათლების რეფორმის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის 2013-17 წლების სამოქმედო გეგმის 83,3 % შესრულებულია. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში 80 %-ს შეადგენდა.

მთავრობის ანგარიშის მიხედივით, ირკვევა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაინერგა მიზნობრივი ჯგუფებისთვის სტუდენტური სესხებისა და ხელშეკრულებების სისტემა. ასევე, მომზადდა თვითშეფასების ინსტრუმენტები სასწავლებლებისთვის. პროფესიულ სასწავლებლებსა და საწარმოებს შორის თანამშრომლობის მოდელების პილოტირება და შეფასება ჯერ ისევ პროცესშია. არ დანერგილა კრედიტების სისტემა არაფორმალური განათლების აღიარებისათვის. პროფესიული განათლების მასწავლებლები მომზადდნენ სისტემის დონეზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელი ჯერ არ შექმნილა და არ განსაზღვრულა კერძო სექტორის მინიმალური სტანდარტი პრაქტიკისა და გამოცდების პროცესებში ჩართვისთვის.

ანგარიშში იხილეთ ვრცლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროფესიულ განათლებაზე დახარჯული ფულადი სახსრების, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის და პოპულარული პროფესიული მიმართულებების შესახებ.


***

სტატია შექმნილია რეფორმეტრის მონაცემთა საფუძველზე.

მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება