პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

ქართული ღვინის ექსპორტი: 2018

ექსპორტი

2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  86,2 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო თითქმის 30 წლის  რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13 %-ს მიაღწია.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ. აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20 %-ითაა გაზრდილი.

ექსპორტის ზრდა ქვეყნების მიხედვით

ექსპორტი გაზრდილია ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 37 % (სულ 211,883 ბოთლი ღვინო), პოლონეთი – 31 % (3,508,122), დიდი ბრიტანეთი – 33 % (105,608) და აშშ – 2 % (466,056);

ევროპის მიმართულებით: შვეიცარია – 378 % (25,350), დანია – 111 % (17,834), რუმინეთი – 100 % (99,774), ჩეხეთი – 81 % (61,908), იტალია 69 % (17,244), ბულგარეთი – 60 % (26,790), ნიდერლანდები – 38 % (82,641), გერმანია – 20 % (483,791), ლიეტუვა – 17 % (488,154),  საფრანგეთი – 14 % (113,885), ლატვია – 14 % (1,711,078), ესტონეთი – 11 % (581,190) და ა.შ.;

ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: სამხრეთ კორეა – 275 % (68,124), თურქმენეთი –  196 % (197,694), ყირგიზეთი – 63 % (218,550), აზერბაიჯანი – 40 % (197,724), მონღოლეთი – 27 % (214,398), უკრაინა – 26 % (10,687,835), რუსეთი – 12 % (53,682,627), ყაზახეთი – 8 % (3,599,143) და სხვ.

საექსპორტო ქვეყნების პირველი ათეული

საექსპორტო ქვეყნების ათეულია:

  • რუსეთი  (53,682,627)
  • უკრაინა (10,687,835)
  • ჩინეთი  (6,951,019)
  • ყაზახეთი  (3,599,143)
  • პოლონეთი (3,508,122)
  • ლატვია (1,711,078)
  • ბელარუსი (1,606,002)
  • ესტონეთი (581,190)
  • ლიეტუვა (488,154)
  • გერმანია (483,791)
ექსპორტიორები

2018 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა – ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.

***

სტატიის წყაროა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება