შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2017 წელი

ფინანსურ ინვესტიციებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავია. მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში არსებითად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იწვევს ქვეყანაში წარმოების მასშტაბისა და დასაქმების დონის ზრდას. ამის გარდა, ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2017 წელს საქართველოში $ 1,861,900,000 პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 16.2 %-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე ($ 1,602,900,000). 2006-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა ($ 664,190,700), ყველაზე მაღალი – 2017 წელს.

ინვესტიციების სიდიდით აზერბაიჯანი ლიდერობს $ 482,100,000-ით (25.9 %), მე-2 ადგილზე თურქეთია ($ 279,000,000, 15.0 %), მე-ე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა ($ 250,400,000, 13.4 %).

ეკონომიკის სექტორებიდან ლიდერი სამეულია ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ($ 527,100,000, 28.3 %), საფინანსო სექტორი ($ 304,300,000, 16.3. %) და მშენებლობა ($ 294,600,000, 15.8 %).

2017 წელს სრულად და ამავე წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციაში.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება