პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

ბოთლის ღვინის ბაზარი

თბილისის სუპერმარკეტებში რამდენიმე ათეული ჯიშის ყურძნისგან წარმოებული და ასევე რამდენიმე ათეული მწარმოებლის ღვინოებია წარმოდგენილი. 0.75 ლტ. ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოების ფასები (2018 წლის მარტის მდგომარეობით) შემდეგია:

  • ‘’რქაწითელი’’ (თეთრი, მშრალი): 7.70 ლარი, max. 26.55 ლარი, უმეტესად კი ფასები 8-13 ლარის შუალედშია.
  • ‘’წინანდალი’’ (თეთრი, მშრალი, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო): 7.40 ლარი, max. 26.70 ლარი, უმეტესად კი ფასები 8-13 ლარის შუალედშია.
  • ‘’საფერავი’’ (წითელი, მშრალი): 6.65 ლარი, max. 55.10 ლარი, უმეტესად კი ფასები 10-18 ლარის შუალედშია.
  • ‘’მუკუზანი’’ (წითელი, მშრალი, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო): 11.95 ლარი, max. 30.95 ლარი, უმეტესად კი ფასები 13-21 ლარის შუალედშია.
  • ‘’ხვანჭკარა’’ (წითელი, ნახევრადტკბილი, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო): 28.95 ლარი, max. 58.00 ლარი, უმეტესად კი ფასები 33-46 ლარის შუალედშია.

სუპერმარკეტებში ასევე იყიდება ‘’ქინძმარაული’’ (18-22 ლარი), ‘’ტვიში’’ (11-15 ლარი), ‘’თელური’’ (9-10 ლარი), ‘’მწვანე’’ (9-16 ლარი) და ათეულობით სხვა ღვინო.

ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში, მაღალი დონის რესტორნებში და სასტუმროებში ღვინოების ფასები შედარებით მაღალია.

წარმოებული ბოთლის ღვინის ასორტიმენტი საკმაოდ დიდია: ღვინის სახეობების მიხედვით ეს მოიცავს თეთრ, წითელ და ვარდისფერ, მშრალ და ნახევრადტკბილ ღვინოებს, ცქრიალა ღვინოს, ყურძნის ჯიშების მიხედვით კი იწარმოება 50-ზე მეტი დასახელების ღვინო.

წლიურად საქართველოში დაახლ. 3 მილიონი ბოთლი ღვინო იყიდება. ყველაზე გაყიდვადი სახეობებია: ფერის მიხედვით – თეთრი და წითელი ღვინოები; შაქრის შემცველობის მიხედვით – მშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოები; ყურძნის ჯიშების მიხედვით – რქაწითელი და საფერავი.

საქართველოში წარმოებული ღვინის ხარისხი მაღალია. ბოთლის ღვინის უდიდესი ნაწილი იყიდება მსხვილ ქალაქებში მსხვილ სავაჭრო ქსელებში და ჰიპერმარკეტებში, ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში, მაღალი დონის რესტორნებში და სასტუმროებში. ბოლო წლების ტენდენციაა ისიც, რომ იზრდება ღვინის ტურიზმის ბრუნვა და ტურისტულად მიმზიდველ საწარმოებში ღვინო იყიდება თვით საწარმოს ტერიტორიაზე.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, აქვე ნახავთ საქართველოში მოქმედ ღვინის კომპანიებსა და მარნებს, 2017 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის მონაცემებს კი ამ სტატიაში იხილავთ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება