2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.5 %-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4.8 %-ით. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 % შეადგინა.
| I კვ. 2017* | I კვ. 2018* | |
| მშპ მიმდინარე ფასებში (მლნ. ლარი) | 9 196,2 | 10 168,4 | 
| მშპ ერთ სულზე (ლარი)** | 2 466,8 | 2 726,4 | 
| მშპ მიმდინარე ფასებში (მლნ. აშშ დოლარი) | 3 802,1 | 4 157,1 | 
| მშპ ერთ სულზე (აშშ. დოლარი)** | 1 019,9 | 1 114,6 | 
| მშპ-ის რეალური ზრდა (%) | 4,9 | 5,5 | 
| მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება (%) | 6,1 | 4,8 | 
* წინასწარი მონაცემები;
** ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით
| ეკონომიკური საქმიანობის სახე | 2017* | 2018* | 
| სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა | 753,2 | 748,6 | 
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | 86,5 | 112,8 | 
| დამამუშავებელი მრეწველობა | 811,3 | 944,9 | 
| ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება | 231,9 | 287,6 | 
| პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ | 149,1 | 154,1 | 
| მშენებლობა | 731,9 | 724,9 | 
| ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი | 1 321,4 | 1 488,6 | 
| სასტუმროები და რესტორნები | 233,5 | 256,6 | 
| ტრანსპორტი | 604,4 | 669,8 | 
| კავშირგაბმულობა | 192,6 | 195,9 | 
| საფინანსო საქმიანობა | 341,8 | 423,3 | 
| ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა | 514,5 | 590,5 | 
| საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა | 241,5 | 247,7 | 
| სახელმწიფო მმართველობა | 666,5 | 692,9 | 
| განათლება | 393,3 | 478,2 | 
| ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება | 484,7 | 515,2 | 
| სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა | 320,8 | 402,6 | 
| შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის | 7,4 | 7,6 | 
| ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება | -133,6 | -164,2 | 
| მშპ საბაზისო ფასებში, მლნ. ლარი | 7 952,7 | 8 777,7 | 
| (+) გადასახადები პროდუქციაზე | 1 300,0 | 1 455,1 | 
| (-) სუბსიდიები პროდუქციაზე | 56,5 | 64,4 | 
| მშპ საბაზრო ფასებში, მლნ. ლარი | 9 196,2 | 10 168,4 | 
* წინასწარი მონაცემები
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (22.0 %), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (17.9 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13.8 %), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (10.5 %), დამამუშავებელი მრეწველობა (8.5 %), სამთომოპოვებითი მრეწველობა (8.1 %), ტრანსპორტი (8.0 %), განათლება (4.8 %), სასტუმროები და რესტორნები (4.5 %).
კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-7.1 %) და სოფლის მეურნეობაში (-3.3 %).
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის