2016 წელს ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი დაშვებულია. მსოფლიოში წლიურად 2 მილიონ ტონამდე თაფლი იწარმოება. თაფლის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია ევროკავშირი – 2015 წელს მან 268 ათასი ტონა თაფლი აწარმოა, ხოლო 500 მილიონ ევრომდე ღირებულების 197 ათას ტონაზე მეტი თაფლი იმპორტით მიიღო (ევროსტატის მონაცემები).
აქ შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევი მეფუტკრე ფერმერისა და თაფლის მწარმოებლისთვის: ქართული თაფლის გზა ევროპისკენ.
***
გზამკვლევი შემუშავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”