ხუთშაბათი , დეკემბერი 26 2024
geen

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიში: 2018, III კვარტალი

2018 წლის მეორე კვარტალი გამოირჩეოდა შემდეგი წარმატებების ფონზე:

  • რთველის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ორგანიზებულად ჩატარება;
  • ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 10 ღონისძიებაზე (გამოფენა, დეგუსტაცია, პრეზენტაცია, სემინარი და ა.შ). შემდეგ ქვეყნებში: აშშ, ჩინეთი/ჰონგ-კონგი, იაპონია და პოლონეთი;
  • დაფიქსირდა ღვინის მზარდი ექსპორტი – ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (ზრდა 13 %);

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 % შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 68 % (172,673 ბოთლი), პოლონეთი – 32 % (2,465,541) და დიდი ბრიტანეთი – 22 % (67,310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 390 % (84,654), ჩეხეთი – 69 % (31,050)), ნიდერლანდები – 47 % (60,309), გერმანია – 22 % (349,216), ლიეტუვა – 18 % (331,620), ესტონეთი – 16 % (420,704), კანადა -13 % (119,418), საფრანგეთი – 11 % (107,126), ლატვია – 9 % (1,245,324) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 80 % (120,294), ყირგიზეთი – 54 % (179,610), ყაზახეთი – 30 % (2,658,224), მონღოლეთი – 44 % (162,390),უკრაინა – 27 % (6,746,598), ბელარუსი 13 % (1,188,822), რუსეთი – 11% (37,064,677) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (37,064,677), უკრაინა (6,746,598), ჩინეთი (4,821,937), ყაზახეთი (2,658,224) და პოლონეთი (2,465,541).

იხილეთ სრული ანგარიში.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება