შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

გენდერული სტატისტიკა განათლების სისტემაში

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების საფუძველზე უმაღლეს განათლებას 376,200 ქალი (ქალების 36 %), ხოლო 305,600 მამაკაცი (მამაკაცების 32 %) ფლობდა. აღწერა მოიცავს 25-დან 64-მდე წლის ასაკის მოსახლეობას.

საბაზო და საშუალო სკოლის დასრულების მაჩვენებლები 2016/2017 წლისთვის ასე გამოიყურება:

რიცხოვნება (ათასი) სქესის მიხედვით განაწილება (%)
გოგო ბიჭი გოგო ბიჭი
მიიღო:
საბაზო განათლება 22 24 47 53
საშუალო განათლება 20 21 49 51

სახელმწიფო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2016/2017 სასწავლო წლის მონაცემებით 268 ათასი გოგონა (47 %), ხოლო 297 ათასი ვაჟი (53 %) სწავლობს, სახელმწიფო და კერძო პროფესიულ და საზოგადოებრივ კოლეჯებში შესაბამისად 5 ათასი გოგონა და 5 ათასი ვაჟი, ხოლო სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 72 ათასი გოგონა (51 %) და 57 ათასი ვაჟი (49 %).

2016/2017 სასწავლო წელს 2006/2007 სასწავლო წელთან შედარებით კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55 %-ით მეტი გოგონა და 53 %-ით მეტი ვაჟი სწავლობს. ანალოგიური დინამიკა აღინიშნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც: კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კაცი და ქალი სტუდენტების რაოდენობა, იმავე პერიოდში, შესაბამისად 36 % და 198 %-ით გაიზარდა.

როგორც ქალი, ასევე კაცი სტუდენტების რაოდენობა ყველაზე მაღალია სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის პროგრამებზე. ქალი სტუდენტების რიცხოვნობა ყველაზე დაბალია სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო პროგრამაძე, ხოლო კაცი სტუდენტების – განათლების პროგრამაზე.

2016 წელს მიღებულ იქნა 673 დოქტორანტი ქალი და 632 დოქტორანტი კაცი. დოქტორანტი ქალების რიცხოვნობა მაღალია სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის, აგრეთვე ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნების პროგრამებზე, ხოლო დოქტორანტი კაცების – სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის, აგრეთვე მეცნიერების და საინჟინრო, დამამუშავებელ და სამშენებლო პროგრამებზე.

იხილეთ კვლევა ვრცლად ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება