შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ფულადი გზავნილები: აგვისტო, 2018

2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 %-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 % იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების  93.6 % მოდიოდა.

2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (48.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.4 მლნ აშშ დოლარისა (46.5 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება