ცხვრისა და თხის სულადობა
ცხვრისა და თხის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს – 1,057,400 სული. 2016-2017 წლების კვარტლების ბოლოსთვის ცხვრისა და თხის რაოდენობები შემდეგია (ათასი სული):
კვარტალი / წელი | 2016 | 2017 | ზრდა (სული) | ზრდა (%) |
I | 1,232.2 | 1,272.4 | 40.2 | 3.26 |
II | 1,173.1 | 1,231.9 | 58.8 | 5.01 |
III | 1,049.6 | 1,057.4 | 7.8 | 0.74 |
IV | 936.5 | N/A | N/A | N/A |
ცხვრისა და თხის ექსპორტ-იმპორტი
2016 წელს ექსპორტზე 155,000-მდე სული ცხვარი იყო გასული, 2017 წელს – 91,000-მდე სული. თხის ექსპორტ-იმპორტის სიდიდე წლიურად 100 სულზე ნაკლებია.
ცხვრის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები 2016 წლისთვის შემდეგია:
მონაცემი | ექსპორტი | იმპორტი |
რაოდენობა (სული) | 154,868 | 7,180 |
ჯამური ღირებულება ($) | 10,194,642 | 372,900 |
ჯამური მასა (კგ.) | 5,318,191 | 281,640 |
1 სულის საშუალო ფასი ($) | 65.83 | 51.94 |
1 სულის საშუალო მასა (კგ.) | 34.34 | 39.23 |
1 კგ.-ს საშუალო ფასი ($) | 1.92 | 1.32 |
ცხვრის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები 2017 წლისთვის შემდეგია:
მონაცემი | ექსპორტი | იმპორტი |
რაოდენობა (სული) | 90,911 | 18,879 |
ჯამური ღირებულება ($) | 6,526,188 | 1,122,097 |
ჯამური მასა (კგ.) | 3,009,088 | 619,804 |
1 სულის საშუალო ფასი ($) | 71.79 | 59.44 |
1 სულის საშუალო მასა (კგ.) | 33.10 | 32.83 |
1 კგ.-ს საშუალო ფასი ($) | 2.17 | 1.81 |
ექსპორტის მონაცემების შედარება:
მონაცემი | 2016 წ. | 2017 წ. | ზრდა (ერთეული) | ზრდა (%) |
რაოდენობა (სული) | 154,868 | 90,911 | -63,957 | -41.30 |
ჯამური ღირებულება ($) | 10,194,642 | 6,526,188 | -3,668,454 | -35.98 |
ჯამური მასა (კგ.) | 5,318,191 | 3,009,088 | -2,309,103 | -43.42 |
1 სულის საშუალო მასა (კგ.) | 34 | 33 | -1 | -3.61 |
2017 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული – ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება და ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად ორიენტირება დაიწყო ცხვრის ხორცის ექსპორტზე (2017 წელს ექსპორტირებული ხორცის წონა თითქმის 6-ჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს):
ცხვრის ხორცის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები შემდეგია:
მონაცემი | 2016 წ. | 2017 წ. | ზრდა (ერთეული) | ზრდა (%) |
მასა (კგ.) | 757,434.62 | 4,463,216 | 3,705,782 | 489.25 |
ღირებულება ($) | 3,728,549.87 | 23,815,651 | 20,087,101 | 538.74 |
საშუალო ფასი ($/კგ.) | 4.92 | 5.34 | 0.41 | 8.40 |
2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”