კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

მთავარი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო: IT ტრენინგები

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია საინფორმაციო საზოგადოებისთის პროექტების ფორმირება და სახელმწიფო პროგრამების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაკოორდინირება და ყველა სფეროში ინოვაციების შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სააგენტო ახორციელებს ტრენინგებს IT დისტანციური მხარდაჭერის, VOIP, Front-End, Java, Python, PHP, Android, iOS..

ვრცლად »

საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში: 2017 წელი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2017 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 7,902,509 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17.6 %-ით მეტია. საერთაშორისო ვიზიტები ძირითადად ზაფხულში განხორციელდ ა და მთლიანი ვიზიტების 34.5 %-ს შეადგინა. საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა (38 %) დასვენების, გართობის, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ხშირად დაფიქსირებულ მიზნებს შორის არის მეგობრების/ნათესავების მონახულება (22 %), ტრანზიტი (18 %), შოპინგი (10 %)...

ვრცლად »

საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში: 2016 წელი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 6,719,975 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6 %-ით მეტია. საერთაშორისო ვიზიტები ძირითადად ზაფხულში განხორციელდა და მთლიანი ვიზიტების 32.2 %-ს შეადგინა. საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა (34 %) დასვენების, გართობის, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ხშირად დაფიქსირებულ მიზნებს შორის არის მეგობრების/ნათესავების მონახულება (23 %), …

ვრცლად »

სასარგებლო სერვისები: საზოგადოებრივი ცენტრი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტი ''საზოგადოებრივი ცენტრი'' რეგიონებში მოსახლეობას 200-ზე მეტი სერვისს სთავაზობს: პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები (პირადობის მოწმობა, პასპორტი, დაბადების რეგისტრაცია, ატესტატი, ბინადრობის ნებართვა...) ქონების რეგისტრაცია (საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ, გირავნობის უფლების რეგისტრაცია...) ბიზნესის რეგისტრაცია (საწარმოს რეგისტრაცია, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია, ამონაწერი ბიზნეს-სუბიექტის შესახებ...

ვრცლად »

რთველის სტატისტიკა საქართველოში

რთველის ოფიციალური სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. აქ საშუალება გაქვთ იხილოთ ჩაბარებული ყურძნის მასა, ყურძნის ჯიშები და ღირებულებები წლების მიხედვით (ჯამური და მუნიციპალიტეტების მაჩვენებლები) (აირჩიეთ სასურველი წელი და მაუსი დააწკაპუნეთ მარჯვენა მხარეს მდებარე ლინკზე ''სტატისტიკა''). რთველის სტატისტიკურ მიმოხილვას იხილავთ პანელში "რთველის შეჯამება", აქვე შეგიძლიათ იხილოთ რთველში მონაწილე კომპანიებისა და მარნების ჩამონათვალი.

ვრცლად »

საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის პოტენციალი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის პოტენციალი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის შეფასება; ღირებულებათა ჯაჭვის შეფასება; ICT სექტორის ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე; დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი და სექტორის განვითარება..

ვრცლად »

პროექტი ”სტარტაპ საქართველო”

საპარტნიორო ფონდის პროექტი ''სტარტაპ საქართველო'' დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამა ითვალისწინებს ბიზნესის თანადაფინანსებას სემდეგი 2 მიმართულებით: ინოვაციური კომპონენტი (ითვალისწინებს ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების დანერგვას) - ''სტარტაპ საქართველოს'' თანადაფინანსების სიდიდეა 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ..

ვრცლად »

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო არის "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო (ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში). თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით, რომელიც განსაზღვრული ვადით გამოიყოფა...

ვრცლად »

საქართველოში მოქმედი გადასახადები

საქართველოში მოქმედებს საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი სახის გადასახადები. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: საშემოსავლო გადასახადი მოგების გადასახადი დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) აქციზი იმპორტის გადასახადი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდა სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ადგილობრივი გადასახადია: ქონების გადასახადი. ადგილობრივი გადასახადის შემოღებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის...

ვრცლად »

საქართველოს გართობის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს გართობის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი; ბიზნეს-გარემო; ეკონომიკური პერსპექტივა; ტურიზმის მიმოხილვა; კაზინოები; თამაშების რეგულაცია საქართველოში; კვება და სასმელები; ღამის კლუბები; სტადიონები და არენები; ფიტნესი და ცურვა; თეატრები და საკონცერტო დარბაზები; კვლევა მომზადებულია Colliers International-ის მიერ სააგენტოსთვის ''აწარმოე საქართველოში''..

ვრცლად »