კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

მთავარი

აწარმოე საქართველოში: წლიური ანგარიში 2017 (ENG)

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ქვემოთ მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია უწყების მიერ განხორციელებული აქტივობები 2017 წლისთვის. საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის შემუშავებული მხარდაჭერის მექანიზმები მოიცავს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებას, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობასა და კინოინდუსტრიის განვითარებას. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა: საერთო ინვესტიცია - 491 მლნ ლარი; პროექტების რაოდენობა - 210; ახალი სამუშაო..

ვრცლად »

ღვინის ექსპორტი: 2018 წლის იანვარი-ივნისი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38.2 მლნ ბოთლი ღვინო (0.75 ლტ. მოცულობის), რაც 21 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90.3 მლნ აშშ დოლარია - თანხის მიხედვით ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 % შეადგინა. ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე როგორც ევროპისა და აზიის მიმართულებით, ისე აშშ-ში და სხვა...

ვრცლად »

ექსპორტ-იმპორტის ინფორმაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ ექსპორტ-იმპორტის მონაცემები (Excel ფორმატის ფაილებში). ფაილები ვებ-გვერდზე იდება ყოველთვიურად. თითოეულ ფაილში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:  საქონლის სეს ესნ კოდი, რეჟიმი (იმპორტი, ექსპორტი), პარტნიორი ქვეყანა, მასა, ღირებულება აშშ დოლარებში და რაოდენობის დამატებითი მაჩვენებელი. საინტერესო საქონლის მოსაძებნად საჭირო სეს ესნ (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის..

ვრცლად »

ლარისა და უცხოური ვალუტის სესხის შედარების კალკულატორი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია ლარისა და უცხოური ვალუტის სესხის შედარების კალკულატორი. ლარში თუ სხვა ვალუტაში სჯობს სესხის აღება? და რა რისკები შეიძლება აქ იყოს გათვალისწინებული, რათა სესხის ამღების ფინანსური ინტერესები არ შეილახოს? სავალუტო რისკის ფასი არის ის ხარჯი რომელსაც მომხმარებელი გაწევდა სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. სავალუტო რისკი წარმოიქმნება უცხოური ვალუტის კურსის ცვლებადობით. თუ მაგალითად დოლარი გამყარდა მაშინ მეტი ლარის გადახდა მოგიწევთ...

ვრცლად »

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: ხორცი, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ხორცისთვის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის) 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს …

ვრცლად »

საპარტნიორო ფონდი

სს "საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB-", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია. "საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის..

ვრცლად »

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD)

ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს..

ვრცლად »

აწარმოე საქართველოში: სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, თბილისისა და ბათუმის გარდა. ახალი კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული..

ვრცლად »

წარმატების ისტორიები: აჭარული ჩაი მონღოლეთში

ლევან ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვინც ისარგებლა აგროკრედიტით და განავითარა თავის სასოფლო-სამეურნეო წარმოება. იგი წარმოშობით აჭარიდანაა, ცხოვრობს ქობულეთში და ქობულეთშივე აქვს ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. ყველაფერი დაიწყო 20 წლის წინ, როდესაც ლევანი თავის მომავალ მონღოლ პარტნიორებსა და მეგობრებს შეხვდა. მათ სურდათ მონღოლეთის ბაზარზე შეეტანათ რაიმე პროდუქტი, შეისწავლეს ადგილობრივი ბაზარი და არჩევანი ქართულ ჩაიზე შეაჩერეს. მათ გადაწყვიტეს..

ვრცლად »

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტის მიზანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი გარემოს რეფორმების მხარდაჭერა, კერძოდ,  მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერების კუთხით..

ვრცლად »