ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: ხორცი, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ხორცისთვის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის) 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილიდან ჩანს, თუ რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.

მაჩვენებლები 2017
რესურსები (ათასი ტონა)
მარაგი წლის დასაწყისში 2.2
ადგილობრივი წარმოება 66.2
იმპორტი 88.3
სულ რესურსები 156.7
გამოყენება (ათასი ტონა)
პირუტყვის საკვებად 0.1
სასურსათო მოხმარება 142.9
დანაკარგები 0.8
ექსპორტი 10.5
მარაგი წლის ბოლოს 2.4
მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) 156.7
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % 46.0

ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები ხორცისთვის 2014-2016 წლებში.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება