ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

მთავარი

საქართველოს თაფლის ბაზარი: 2017-2018 (6 თვე)

საქართველოში 2017 წელს 2.5 ათასი ტონა თაფლი იყო წარმოებული. ყველაზე მეტი - 900 ტონა - კახეთში იყო წარმოებული. რეგიონების მიხედვით თაფლის წარმოების მაჩვენებლები შემდეგია..ფერმის კართან (მწარმოებლისგან შესყიდვისას) თაფლის საშუალო ფასი 2017 წელს 14.17 ლარი/კგ. იყო; კახეთში ფერმის კართან თაფლის საშუალო ფასმა 11.99 ლარი/კგ. შეადგინა, სხვა რეგიონებში ეს სიდიდე 15.52 ლარი/კგ. იყო. სავაჭრო ობიექტებში 2018 წლის ივლისის მდგომარეობით წარმოდგენილი თაფლის ფასები 21.75-33.25 ლარი/კგ. დიაპაზონშია..

ვრცლად »

საქართველოს ყველის ბაზარი: 2017-2018 (6 თვე)

პირველი საკონსულტაციო კომპანიის ინფორმაციით საქართველოში 2017 წელს დაახლოებით 35,000 ტონა ყველი გაიყიდა. გაყიდვებში დაახლოებით 60 % იმერულ ყველს უკავია, 40 % კი სხვა ყველებს (ძირითადად სულგუნს, შემდეგ - ქართულ (''ქარხნულ'') ყველს). ბაზარზე ყველის მიმწოდებლები არიან შინამეურნეობები (რამდენიმე ასეული ათასი), რომლებსაც გაყიდვებში დაახლოებით 85-90 % უკავიათ, და მცირე და საშუალო საწარმოები (პირველი საკონსულტაციო კომპანიის მონაცემებით - 60-70 საწარმო, რომლებიც საქმიანობენ ქვემო ქართლში..

ვრცლად »

rs.ge – ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო-სასწავლო პორტალი

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო-სასწავლო ვერსია შეიცავს ყველა იმ ელექტრონული სერვისის სასწავლო ვარიანტს, რომელსაც შემოსავლების სამსახური სთავაზობს მომხმარებლებს და რომლებიც აუცილებელია საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად. სასწავლო ვებ-გვერდზე, იმის მიუხედავად, ხართ თუ არა რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, შეგიძლიათ შეისწავლოთ შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული ელექტრონული სერვისები..

ვრცლად »

აწარმოე საქართველოში: ბიზნეს სერვის ცენტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სერვის ცენტრი წარმოადგენს  მრავალფუნქციურ ბიზნეს სივრცეს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შემდეგი მომსახურებების თუ ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღება: ინფორმაცია ბიზნეს სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე ; სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მონაცემთა ბაზაში არსებულ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან დაკავშირება..

ვრცლად »

DCFTA საქართველოში: სერტიფიკაცია

შესაბამისობის შეფასება (სერტიფიკაცია) არის პროცესი, რომელიც მოიცავს ევროკავშირის დირექტივას/სტანდარტსა და მომსახურებას/პროდუქტს შორის შესაბამისობის დადგენას შესაბამისობის დადგენისა და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შემდეგ. სურსათის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს შემდეგი სერტიფიკატები: ჰიგიენური სერტიფიკატი - სურსათის ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტარა, რომელშიც შეფუთულია სურსათი, არის უვნებელი..

ვრცლად »

საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებები: მაისი, 2018 წ.

საქართველოში 2018 წლის 18 მაისის მდგომარეობით 16 ბანკი მოქმედებდა (134 ფილიალით და 791 სერვის-ცენტრით). ამავე თარიღის მდგომარეობით ბანკების ჯამური აქტივების სიდიდე 35.3 მილიარდი ლარი იყო, სააქციო კაპიტალის ჯამური სიდიდე კი 4.6 მლრდ. ლარზე მეტი. კომერციულ ბანკებში 25,000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებების სია ლინკების თანხლებით, რომლებიც ამ ბანკების..

ვრცლად »

საპარტნიორო ფონდი: ინვესტირების პრინციპები

სს "საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). ფონდი აფინანსებს კერძო ინვესტორებს შემდეგი პირობების გათვალისწინებით: საპარტნიორო ფონდს შეუძლია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში, ყველა სექტორში მომსახურების სფეროს გარდა..

ვრცლად »

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: კვერცხი, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი კვერცხისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს..

ვრცლად »

რეფორმეტრი: საპენსიო რეფორმა

2018 წლის 8 ივნისს, რეფორმეტრის მეორე ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის რეფორმის 38,8%-ია შესრულებულია და ეს მაჩვენებელი I ფაზის შემდეგ არ გაზრდილა.  ეროვნული ბანკის აზრით, მათი როლი საპენსიო რეფორმაში მკაფიოდ არის განსაზღვრული. უნდა შეიქმნას ორი დამოუკიდებელი საბჭო: სამეთვალყურეო და საინვესტიციო. სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი ფუნქცია ფონდის მიმდინარე ყოველდღიური საქმინაობის წარმართვაა..

ვრცლად »

TED საუბრები: როგორ დავიმეგობროთ სტრესი

ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით სტრესი ადამიანის მტერია. ის იწვევს უამრავი სახის ავადმყოფობას, გაციებით დაწყებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დამთავრებული. კვლევამ, რომელშიც 30,000 ადამიანი მონაწილეობდა და ტარდებოდა 8 წლის განმავლობაში, აღნიშნული მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კვლევის ფარგლებში მონაწილეებს უსვამდნენ 2 კითხვას: 1. რამდენად დიდი სტრესი გამოსცადეთ გასულ წელს? 2. გჯერათ რომ სტრესი აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას? კვლევის მონაწილეთა სიკვდილიანობის შესწავლის..

ვრცლად »