06/08/2018
ბაზრები, სიახლეები, ცოდნის ბანკი
2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-12,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-10,7 პროცენტი)..
ვრცლად »
25/07/2018
მთავარი, სიახლეები, ცოდნის ბანკი
2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროდუქციის რეკლამირებისას და/ან შეთავაზებისას, ფასის გამოხატვა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში. ქვემოთ მოცემულია ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები, რომლებიც ამოღებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან. "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით..
ვრცლად »
24/07/2018
აგრომეწარმეობა, მთავარი, სიახლეები, ცოდნის ბანკი
გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთის ”ჩვენი სოფელი” 2018 წლის ივნისის ნომერი. მასში იხილავთ სტატიებს: ატმის სეზონი; "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II" შემაჯამებელი კონფერენცია; ქართული ღვინო; ბოლნური ღვინოები; გარემოსდაცვითი კონტროლი; თუშეთის ეროვნული პარკი; წარმატების ისტორიები; კივის სარეველები; აზიური ფაროსანა; ტრიტიკალეს მოვლა-მოყვანა; სტატია შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემთა..
ვრცლად »
17/07/2018
ბაზრები, ბიზნესის დაწყება, მთავარი, ცოდნის ბანკი
პროფესიით მშენებელი გიორგი ღარიბაშვილი, წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონიდან გახლავთ. მან ცხოვრების დიდი ნაწილი სამშენებლო საქმიანობას დაუთმო. 59 წლის ასაკში კი მყარი გადაწყვეტილება მიიღო რადიკალურად შეეცვალა თავისი ცხოვრება, მამა-პაპისეულ ადგილს დაუბრუნდა და სოფელ საღარაშენში, მდინარის პირას ნაკვეთები შეიძინა. ააშენა სახლი და თავის ოჯახთან ერთად დასახლდა. საკალმახის იდეასაც სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი. გიორგი ღარიბაშვილის განცხადებით შპს ალგოთის დაფუძნებაც სწორედ იმან გადააწყვეტინა, რომ დაიღალა სამშენებლო საქმიანობით და უნდოდა საკუთარი საქმის დაწყება..
ვრცლად »
17/07/2018
მთავარი, სიახლეები, ცოდნის ბანკი
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო-სასწავლო ვერსია შეიცავს ყველა იმ ელექტრონული სერვისის სასწავლო ვარიანტს, რომელსაც შემოსავლების სამსახური სთავაზობს მომხმარებლებს და რომლებიც აუცილებელია საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად. სასწავლო ვებ-გვერდზე, იმის მიუხედავად, ხართ თუ არა რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, შეგიძლიათ შეისწავლოთ შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული ელექტრონული სერვისები..
ვრცლად »
09/07/2018
მთავარი, ცოდნის ბანკი
ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით სტრესი ადამიანის მტერია. ის იწვევს უამრავი სახის ავადმყოფობას, გაციებით დაწყებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დამთავრებული. კვლევამ, რომელშიც 30,000 ადამიანი მონაწილეობდა და ტარდებოდა 8 წლის განმავლობაში, აღნიშნული მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კვლევის ფარგლებში მონაწილეებს უსვამდნენ 2 კითხვას: 1. რამდენად დიდი სტრესი გამოსცადეთ გასულ წელს? 2. გჯერათ რომ სტრესი აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას? კვლევის მონაწილეთა სიკვდილიანობის შესწავლის..
ვრცლად »
11/07/2018
ბაზრები, მთავარი, სიახლეები, ცოდნის ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ ექსპორტ-იმპორტის მონაცემები (Excel ფორმატის ფაილებში). ფაილები ვებ-გვერდზე იდება ყოველთვიურად. თითოეულ ფაილში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: საქონლის სეს ესნ კოდი, რეჟიმი (იმპორტი, ექსპორტი), პარტნიორი ქვეყანა, მასა, ღირებულება აშშ დოლარებში და რაოდენობის დამატებითი მაჩვენებელი. საინტერესო საქონლის მოსაძებნად საჭირო სეს ესნ (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის..
ვრცლად »
09/07/2018
მთავარი, სიახლეები, ცოდნის ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია ლარისა და უცხოური ვალუტის სესხის შედარების კალკულატორი. ლარში თუ სხვა ვალუტაში სჯობს სესხის აღება? და რა რისკები შეიძლება აქ იყოს გათვალისწინებული, რათა სესხის ამღების ფინანსური ინტერესები არ შეილახოს? სავალუტო რისკის ფასი არის ის ხარჯი რომელსაც მომხმარებელი გაწევდა სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. სავალუტო რისკი წარმოიქმნება უცხოური ვალუტის კურსის ცვლებადობით. თუ მაგალითად დოლარი გამყარდა მაშინ მეტი ლარის გადახდა მოგიწევთ...
ვრცლად »
05/07/2018
მთავარი, ცოდნის ბანკი
2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, თბილისისა და ბათუმის გარდა. ახალი კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული..
ვრცლად »
05/07/2018
ბაზრები, ბიზნესის დაწყება, მთავარი, ცოდნის ბანკი
ლევან ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვინც ისარგებლა აგროკრედიტით და განავითარა თავის სასოფლო-სამეურნეო წარმოება. იგი წარმოშობით აჭარიდანაა, ცხოვრობს ქობულეთში და ქობულეთშივე აქვს ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. ყველაფერი დაიწყო 20 წლის წინ, როდესაც ლევანი თავის მომავალ მონღოლ პარტნიორებსა და მეგობრებს შეხვდა. მათ სურდათ მონღოლეთის ბაზარზე შეეტანათ რაიმე პროდუქტი, შეისწავლეს ადგილობრივი ბაზარი და არჩევანი ქართულ ჩაიზე შეაჩერეს. მათ გადაწყვიტეს..
ვრცლად »