სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

ბიზნეს-იდეის წყაროები II

ბიზნესის დაწყების მსურველი პირველ რიგში სვამს კითხვას, თუ რა ბიზნესი დაიწყოს და იწყებს იდეების ძებნას. პასუხის გაცემა ამ კითხვაზე უმეტესად მხოლოდ და მხოლოდ თვითონ მას შეუძლია. ბიზნესის არჩევა დამოკიდებულია მომავალი მეწარმის ცოდნაზე, უნარ-ჩვევებზე, გამოცდილებაზე, საწყისი კაპიტალის სიდიდეზე, კავშირებზე, სამოქმედო ტერიტორიაზე, ბაზრების მდგომარეობაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. თუ თქვენ ბიზნეს-იდეის ძებნის პროცესში ხართ, შეიძლება გამოგადგეთ ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნულ კლასიფიკატორში შეტანილი მატერიალური პროდუქციისა და სერვისებისამონათვალი. ნახეთ რომელი პროდუქტია თქვენთვის საინტერესო, რისი წარმოება შეგიძლიათ, რაზეა ბაზარზე მოთხოვნა, როგორია მიწოდება, რას აქვს საექსპორტო ან საიმპორტო პოტენციალი, როგორია სანედლეულო ბაზა, ფასები, მოგების მარჟები, რომელ პროდუქტთან დაკავშირებით შეუძლიათ თქვენს პარტნიორებს დახმარება და რა სახელმწიფო და დონორთა დაფინანსების პროგრამები ეხება თქვენთვის საინტერესო პროდუქტს. შეისწავლეთ კონკურენტები, გააანალიზეთ რისკები და შანსები.

ჩამონათვალში ასეულობით პროდუქტი და მომსახურებაა შეტანილი და არაა გამორიცხული ერთი მათგანი მაინც გახდეს თქვენი ბიზნეს-იდეის წყარო.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება