სამშაბათი , ივნისი 17 2025
geen

Magda Gzirishvili

სურსათის ექსპორტი: 2017 წელი

2016 წლის 3 კვატლის მონაცემების შედარებით 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, შეიძლება ითქვას, რომ მზარდი საერთო  ექსპორტის ფონზე სურსათის წილმა ექსპორტში 12.8 %-დან 8,32 %-მდე დაიკლო. სურსათის ექსპორტის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 16.67 %-ით შემცირდა და 161,35 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საექსპორტო საქონლის პოზიციებს შორის ექსპორტირებული რაოდენობის მიხედვით მინერალური წყლები, ბოსტნეული და ღვინო ლიდერობს. ექსპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით წამყვანი პოზიციები...

ვრცლად »

ხელოვნური ინტელექტი და მისი მნიშვნელობა

ხელოვნური ინტელექტის მზარდი მნიშვნელობა და მიმდინარე ტენდენციები უამრავ კითხვას წარმოშობს "გონიერი მანქანების" ბიზნესზე გავლენასთან დაკავშირებით. ქართველი მეწარმეები თუ ნაკლებად პრიორიტეტულად თვლიან საკუთარი ბიზნესების განვითარებულ ტექნოლოგიებთან მორგებას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ამ თემას უყურადღებოდ ტოვებენ. ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპოდენტთა 84%-მა  ხელოვნური ინტელექტი კონკურენტული უპირატესობის...

ვრცლად »

მოტივაცია და მის მოსაპოვებლად საჭირო მეთოდები

ადამიანის მოტივაციაზე პასუხისმგებელია ტვინის ნაწილი, რომელიც „მიმდებარე ბირთვის“ სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ არეში ნეიროგადამცემი სხეულის დანარჩენ ნაწილს ქიმიურ შეტყობინებას - დოპამინს უგზავნის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოტივირებული ხალხი დოპამინის მეტი დონის გამოყოფით ხასიათდება. თუ მოტივაციის არქონას უჩივით, ხელი შეუწყეთ დოპამინის აქტივაციას თქვენი ამოცანებისა და ფასეულობების ერთმანეთთან თანხვედრაში მოყვანით. დოპამინის დაბალი დონე ადამიანს...

ვრცლად »

ინტერვიუ ”ორგოს” მეღვისნესთან გოგი დაქიშვილთან

ღვინის მარანი ‘’თელედა’’ ქვევრის რქაწითელს და საფერავს აწარმოებს, რომლებიც ბრენდით ’’ორგო’’ წარმატებით იყიდება საქართველოში და უცხოეთში ელიტარული კლასის ღვინოების ბაზარზე. ‘’თელედას’’ დამფუძნებელი და მეღვინე გოგი დაქიშვილი 25 წელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მუშაობს. business.org.ge დაინტერესდა როგორ ქმნის ბატონი გოგი ღვინოს, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა მეწარმეებს. ინტერვიუ …

ვრცლად »

ფინანსთა სამინისტროს აკადემია

ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები. აკადემია ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ადამიანური რესურსის კომპეტენციის...

ვრცლად »

ტურიზმი: 2017 წელი, ნოემბერი

საქართველოს მიმდინარე წლის ნოემბერში 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.1%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 201,056 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა  (ზრდა +21.8%). 2017 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი  სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%),  თურქეთიდან  (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%), და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია...

ვრცლად »

სტარტაპ საქართველო: აგროპარკი

„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. იგი ეკონომიკური რეფორმის ნაწილია და მისი მიზანია საქართველოში ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებისთვის ხელშეწყობა. პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. ბიზნეს იდეა ინოვაციურ ან მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს უნდა ითვალისწინებდეს. ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა...

ვრცლად »

საქართველოს მერძევეობის დარგის მიმოხილვა: 2016 წელი

2016 წელს საქართველოს ნედლი რძის ბაზრის მოცულობა იყო დაახლოებით 0,45 მილიარდი ლარი, ანუ 0.22 მილიარდი აშშ დოლარი. ადგილობრივი რძის წარმოების დაახლოებით მესამედი ინდუსტრიულ გადამუშავებას ექვემდებარება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ბაზრის დიდ წილს შეადგენენ მცირე შინამეურნეობები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი, როგორც ბიზნესოპერატორები და ფორმალურად არ ახდენენ რძის გადამუშავებას. ეს შესაძლებელია წარმოადგენდეს ინვესტიციების...

ვრცლად »

ეკონომიკური ტენდენციები: მშპ, ეკონომიკური ზრდა და ზრდის სტრუქტურა

წინასწარი შეფასებით, 2017 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური წლიური ზრდა 5.2 პროცენტს შეადგენდა, თებერვალში ზრდა იყო 4.4 პროცენტი, მარტში - 5.3 პროცენტი, აპრილში - 2.1 პროცენტი, მაისში - 5.3 პროცენტი, ივნისში - 4.6%, ივლისში - 3.8%, აგვისტოში - 4.3%, სექტემბერში - 5.0%, ხოლო ოქტომბერში - 5,7%. პირველი ათი თვის ჯამში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა. 2017 წლის მეორე კვარტლისთვის, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (ზრდა 16.4...

ვრცლად »

15 რჩევა მეხსიერების გასაუმჯობესებლად

ყველა ადამიანი ბრწყინვალე მეხსიერებით არ იბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. არსებობს მთელი რიგი მარტივი ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ განავითაროთ მეხსიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცნობილია, რომ ადამიანების 80 % რამდენიმე დღეში ივიწყებს ახლად მიღებულ ინფორმაციას. მთავარი დაბრკოლება მეხსიერების შენარჩუნებისთვის არაკონცენტრირებულობა და მრავალ ამოცანაზე ერთდროულად ფიქრია. იმისათვის, რომ შეინახოთ გონებაში კონკრეტული ინფორმაცია...

ვრცლად »