კვირა , აპრილი 28 2024
geen

აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი: 2016-2018

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტს.

  • 2016 წლიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით 337 გადამამუშავებელ საწარმოში ინვესტირებულია ან ინვესტირების პროცესშია 14.9 მილიონი ლარი, საიდანაც სახელმწიფო გრანტის სიდიდე 5.9 მილიონი ლარია (39.6 %) – ერთმა ლარმა გრანტმა მოიზიდა 1.53 ლარი ინვესტიცია
  • პირველადი წარმოების კომპონენტში (331 საწარმო) სათბურებიდან ყოველწლიურად 1.7 მლნ. ლარის პროდუქცია შეიქმნება; ყოველწლიურად იწარმოება 2.5 მლნ. ლარის ღირებულების თაფლი; სამაცივრე მეურნეობები ყოველწლიურად მიიღებენ 66,250 ლარ შემოსავალს; ფერმერები ყოველწლიურად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე 1.8 მლნ. ლარს დაზოგავენ
  • გადამამუშავებელ და შემნახველ 6 საწარმოში დასაქმდება 280 ადამიანი, ხელფასების სახით წლიურად გაიცემა 1 მილიონი ლარი, შეიქმნება 3 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია

შედეგების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ლინკიდან.

***

სტატია შექმნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება