კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში: 2018, II კვარტალი

2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.5 %-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4.8 %-ით. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 % შეადგინა.

I კვ. 2017* I კვ. 2018*
მშპ მიმდინარე ფასებში (მლნ. ლარი) 9 196,2 10 168,4
მშპ ერთ სულზე (ლარი)** 2 466,8 2 726,4
მშპ მიმდინარე ფასებში (მლნ. აშშ დოლარი) 3 802,1 4 157,1
მშპ ერთ სულზე (აშშ. დოლარი)** 1 019,9 1 114,6
მშპ-ის რეალური ზრდა (%) 4,9 5,5
მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება (%) 6,1 4,8

* წინასწარი მონაცემები;

** ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით
ეკონომიკური საქმიანობის სახე 2017* 2018*
სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა 753,2 748,6
სამთომოპოვებითი მრეწველობა 86,5 112,8
დამამუშავებელი მრეწველობა 811,3 944,9
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 231,9 287,6
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ 149,1 154,1
მშენებლობა 731,9 724,9
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი 1 321,4 1 488,6
სასტუმროები და რესტორნები 233,5 256,6
ტრანსპორტი 604,4 669,8
კავშირგაბმულობა 192,6 195,9
საფინანსო საქმიანობა 341,8 423,3
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 514,5 590,5
საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა 241,5 247,7
სახელმწიფო მმართველობა 666,5 692,9
განათლება 393,3 478,2
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 484,7 515,2
სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა 320,8 402,6
შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის 7,4 7,6
ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება -133,6 -164,2
მშპ საბაზისო ფასებში, მლნ. ლარი 7 952,7 8 777,7
(+) გადასახადები პროდუქციაზე 1 300,0 1 455,1
(-) სუბსიდიები პროდუქციაზე 56,5 64,4
მშპ საბაზრო ფასებში, მლნ. ლარი 9 196,2 10 168,4

* წინასწარი მონაცემები

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (22.0 %), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (17.9 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13.8 %), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (10.5 %), დამამუშავებელი მრეწველობა (8.5 %), სამთომოპოვებითი მრეწველობა (8.1 %), ტრანსპორტი (8.0 %), განათლება (4.8 %), სასტუმროები და რესტორნები (4.5 %).

კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-7.1 %) და სოფლის მეურნეობაში (-3.3 %).

იხილეთ სრულად.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება