კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, ივნისი

2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი მარაგების ცვლილებამ და ინვესტიციებმა შეიტანა. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ წმინდა ექსპორტი იქნება ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი. ასევე მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება ვაჭრობით იყოს გამოწვეული. ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ინვესტიციები. ამასთან, განხორციელებული რეფორმები და მილსადენის პროექტი ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდაზე.

2018 წლისთვის, აქციზის გადასახადის ეფექტის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის დონემ დასტაბილურება დაიწყო. იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 %-ით გაიზარდა, თებერვალში – 2.7 %-ით, მარტში – 2.8 %-ით, აპრილში და მაისში – 2.5 %-ით, ხოლო ივნისში – 2.2 %-ით. საბაზო ინფლაცია შესაბამის პერიოდში 1.6 %-ს შეადგენდა.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.6 %-ით გაიზარდა. პროდუქციის გამოშვება 16.0 %-ით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5.3 %-ით გაიზარდა, რაც 32,063 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 637,047 ადამიანი შეადგინა.

იხილეთ სრულად.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება