პროექტს “რეფორმეტრი” ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით. მისი მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
2017 წლის 14 დეკემბერს რეფორმეტრის მეორე ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის რეფორმის 74,9% არის შესრულებული. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში 69,5 %-ს შეადგენდა. კვლევის მიხედვით, სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება ჯერ ისევ პროცესშია, გრძელდება აგრარული სექტორის განვითარების მეცნიერული მხარდაჭერის ღონისძიებები. კოოპერაციის განვითარების მხარდასაჭერად, ახალი პროგრამები დაინერგა. 2 000 ჰექტრით გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი მიწების და 1 900 ჰა-ით კი დრენირებული მიწების ჯამური ფართობი. დნმ-ის საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიის შექმნა და თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა დანერგვა კვლავ პროცესშია. ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით განხორციელდა არაერთი საკანონმდებლო ცვლილებები და ასევე, განახლდა კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ.
იხილეთ სოფლის მეურნეობის განვითარების რეფორმის მეორე ფაზის სრული მიმოხილვა.
***
სტატია შექმნილია რეფორმეტრის მონაცემთა საფუძველზე.
მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”