შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი I

აქ მოცემულია 2 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკური და ექსპორტ-იმპორტის მონაცემები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი www.geostat.ge

სტატისტიკის მწარმოებელი და გამავრცელებელი დაწესებულების ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ ბიზნეს-სექტორის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტურიზმის, საგარეო ვაჭრობის, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების, დემოგრაფიის და სხვა სფეროების ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები.

აქვე იხილავთ ბიზნეს-რეგიტრს, რომელშიც შეგიძლიათ მოძებნოთ საქართველოში რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტები სხვადასხვა პარამეტრის (საიდენტიფიკაციო ნომერი, დასახელება, რეგიონი, საქმიანობის სახე და სხვ.) მიხედვით.

ვებ-გვერდზე განთავსებულია სხვადასხვა კლასიფიკატორი: ეკონომიკური საქმიანობის სახეები (დაგჭირდებათ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე rs.ge რეგისტრირებისას და გადასახადების დეკლარირებისას), მსოფლიოს ქვეყნების და ტერიტორიების კლასიფიკატორი, ვალუტების კლასიფიკატორი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ, დაგჭირდებათ თქვენი საწარმოს პროდუქციის კოდის გასარკვევად ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას, გამოგადგებათ თქვენთვის დაინტერესო პროდუქტის ექსპორტ-იმპორტის ბაზრის შესწავლისას).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდი www.mof.ge

აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ ექსპორტ-იმპორტის მონაცემები. ფაილები მოცემულია თვეების მიხედვით, თითოეულ ფაილში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:  საქონლის სეს ესნ კოდი, რეჟიმი (იმპორტი, ექსპორტი), პარტნიორი ქვეყანა, მასა, ღირებულება აშშ დოლარებში და რაოდენობის დამატებითი მაჩვენებელი.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება