კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

აგროპროდუქტების ხარისხის ნიშნები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული პროდუქციის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგისა და ბრენდინგის ახალი პროექტი დაიწყო – აგროპროდუქტების მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  შეეძლებათ შემდეგი ხარისხის ნიშნების გამოყენება: ”დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა”, ”დაცული ადგილაწარმოშობის დასახელება”, ”ტრადიციული პროდუქტი”, ”ქართული ხარისხი”, ”ბალახით ნაკვები”, ”ხელით დამზადებული”, ”ტყეში ნაკვები”, ”ტყეში ნასუქი”, ”ბიოპროდუქტი” და ”ბიოწარმოებაზე გარდამავალი პერიოდის პროდუქტი”.

ხარისხზე აქცენტის გაკეთება, აგროპროდუქტისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება და მისი დაცვა ქმნის დამატებით ღირებულებებს, აღნიშნულ პროდუქტებზე ზრდის მოთხოვნას, ხელს უწყობს აგროტურიზმის განვითარებას, სოფლის გაძლიერებას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ექსპორტის ზრდას და მეტ პროდუქტისადმი სანდოობას, რადგან ”ხარისხის ნიშნის” უკან სახელმწიფო გარანტიები დგას.

როგორ შეიძლება ამ შესაძლებლობით სარგებლობა? ამას ქართული აგროპროდუქტებისათვის ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი არეგულირებს – ამ ლინკზე იხილავთ ხარისხის მინიჭების წესს და ინტერვიუს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსთან, მარკეტინგული საბჭოს ხელმძღვანელთან, ბ-ნ თენგიზ კალანდაძესთან.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლ-ცენტრს სატელეფონო ნომრებზე 1501 და 032 2 47 01 01 ან სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება