შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ეკონომიკური ტენდენციები: ბიუჯეტის აღწერა, 2016

2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4 %-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და 4 %-იანი ინფლაციის მაჩვენებელზე. აღნიშნულ გათვლებზე დაყრდნობით ბიუჯეტის დეფიციტი კლასიფიკაციით 4.1 %-ის დონეზეა. მომდევნო წლებში მოსალოდნელია ბიუჯეტის დეფიციტის თანდათან შემცირება.

ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლები მომავალ წლებში სრულად არის განპირობებული საინვესტიციო, კერძოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებით. დაჩქარება ნომინალურ გამოსახულებაში 2017-2021 წლებში დაახლოებით 5 მლრდ ლარს შეადგენს. 2017 წელს საინვესტიციო ხარჯების დაჩქარება 445 მლნ ლარის ოდენობით არის დაგეგმილი. ინფრასტრუქტურული ხარჯების გარეშე ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.9%-ზეა და საშუალო ვადიან პერიოდში სრულად აღმოიფხვრება.

მიმდინარე ხარჯები 2017 წლისათვის 289 მლნ ლარით, ანუ 3.3 %-ით გაიზარდა, რაც უმთავრესად ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდითაა გამოწვეული. სახელფასო ხარჯები ბიუჯეტის კანონის მიხედვით დაახლოებით 4 %-ით არის შემცირებული. მნიშვნელოვანია საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული მიმდინარე ხარჯების წილი, რომელიც 178 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის გზების მოვლა-შენახვა 70.0 მლნ ლარი, საკონსულტაციო და სხვა 88.0 მლნ ლარი და სხვა ხარჯები 20.0 მლნ ლარი . 2016 წელს მშპ-ს 26.5 % დან მიმდინარე ხარჯები 2020 წლისათვის მშპ-ს 21.7 %-მდე მცირდება.

სრული მიმოხილვა იხილეთ  ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება