გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთი ”ჩვენი სოფელი” # 53, რომელიც სრულად ეძღვნება COVID19-ის საპასუხო სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ”ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე”.
”ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება ფერმერების დახმარებას, ეს არის პირდაპირი დახმარება – სუბსიდირება იმისთვის, რომ ფერმერებს წარმოება გაუმარტივდეთ
და გაუიაფდეთ; მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა მასალა, რომელიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება” – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
გაზეთში იხილავთ 2020 წლის აპრილში ფერმერებისათვის წარდგენილ დახმარების პროგრამებს.