ოთხშაბათი , ნოემბერი 20 2024
geen

10 სიმართლე, რომელსაც ადვილად ვივიწყებთ

საოცარია ის, თუ რამდენად ადვილია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაცეების დავიწყება. გადატვირთული გრაფიკი და ყოველკვირეული რუტინა ტვინის ავტოპილოტურ მოქმედებაზე გადასვლას იწვევს.

სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი სიმართლე გამეორებას საჭიროებს. გაეცანით ქვემოთ მოცემულ სიას, შეინახეთ ის მოსახერხებელ ადგილას და წაიკითხეთ, როცა იგრძნობთ მისი გახსენების საჭიროებას:

1. დაკავებულობა არ ნიშნავს პროდუქტიულობას

შეხედეთ ხალხს თქვენ გარშემო. ყველა მათგანი დაკავებული ჩანს – გარბიან ერთი შეხვედრიდან მეორეზე და ვერ აუდიან მეილების გაგზავნას. თუმცა რამდენი მათგანია რეალურად პროდუქტიული? რამდენმა მათგანმა მიაღწია მაღალი დონის წარმატებას თავის დარგში? წარმატება არ მოდის მოძრაობიდან ან აქტიურობიდან, არამედ იმაზე ფოკუსირებიდან, რომ თქვენი დრო ეფექტურად და პროდუქტიულად იქნეს გამოყენებული.

თქვენ იგივე რაოდენობის საათები გაქვთ დღიურად, რაც დანარჩენებს, ამიტომ გამოიყენეთ საკუთარი დრო ჭკვიანურად. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი მცდელობები ორიენტირებულია იმ ამოცანებზე, რომლებიც შედეგის მომტანია.

2. დიდი წარმატება ხშირად სწორედ მარცხის შემდეგ მოდის

ვერასოდროს გამოცდით ნამდვილ წარმატებას, სანამ არ განიცდით მარცხს. შეცდომები ახალ გზას გიჩვენებენ, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგ ჯერზე.

ყველაზე დიდი გარღვევები მაშინ ხდება, როდესაც ყველაზე ცუდად გრძნობთ თავს და ფიქრობთ, რომ არ ვითარდებით. იმედგაცრუება გაიძულებთ განსხვავებულად აზროვნებას, სხვა პერსპექტივიდან ხედვასა და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების დანახვას. წარმატება მოითხოვს მოთმინებას და სწორი დამოკიდებულების შენარჩუნებას, მაშინაც კი როცა თქვენში დამკვიდრებული შეხედულებების გამო იტანჯებით.

3. შიში არის სინანულის ნომერი პირველი წყარო

როდესაც ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებულია, თქვენ წარუმატებლობაზე მეტად იმ შანსების გამო წუხხართ, რაც არ გამოგიყენებიათ. ამიტომ არ შეგეშინდეთ გარისკვა.

ადამიანები ხშირად ამბობენ – “ყველაზე ცუდი რა შეიძლება შეგემთხვას? ხომ არ მოკვდები?” მიუხედავად ამისა, სიკვდილი არ არის ყველაზე ცუდი რამ, არამედ საკუთარი თავისთვის ნების მიცემა მოკვდეს შინაგანად, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია.

4. თქვენი თვითშეფასება თქვენი პიროვნებიდან უნდა მოდიოდეს

როცა სიამოვნების გრძნობას და კმაყოფილებას საკუთარი თავის სხვებთან შედარებით იღებთ, ვერ გახდებით საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი. როდესაც კარგად გრძნობთ თავს იმის გამო, რაც გააკეთეთ, არ მისცეთ უფლება სხვის მოსაზრებასა თუ მიღწევას ეს მომენტი წაგართვათ.

შეუძლებელია არ გქონდეთ რეაქცია სხვების მოსაზრებებზე. ეს ბუნებრივია, მაგრამ თქვენ არ უნდა შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს და უნდა ეცადოთ მიიღოთ მათი დამოკიდებულებები ობიექტურად. ამგვარად, მნიშვნელობა არ აქვს რას იფიქრებენ თქვენ გარშემომყოფი ადამიანები, თავდაჯერება მხოლოდ თქვენი შინაგანი „მე“-დან უნდა მოდიოდეს. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენ არასოდეს ხართ ისეთი კარგი ან ისეთი ცუდი, როგორც სხვები ამბობენ.

5. მხოლოდ იმდენად ხართ „კარგი“, რამდენადაც ის ადამიანები, ვისთანაც აკავშირებთ საკუთარ თავს

უნდა ეცადოთ ისეთი პიროვნებები შემოიკრიბოთ გარშემო, რომლებიც შთაგაგონებენ და გაგიღვიძებენ სურვილს უკეთესი გახდეთ. მაგრამ რას იტყვით იმ ხალხზე, რომლებიც რეგრესისკენ გიბიძგებენ? რატომ უთმობთ მათ ადგილს საკუთარ ცხოვრებაში? ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავს უღირსად გაგრძნობინებთ ან მოტივაციას გიკარგავთ.

6. ცხოვრება ხანმოკლეა

არცერთ ჩვენგანს არ აქვს გარანტირებული ხვალინდელი დღე. როდესაც ვინმე მოულოდნელად იღუპება, ეს გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე: რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, როგორ განვკარგავთ საკუთარ დროს და როგორ ვექცევით სხვებს.

დანაკარგი არის სიცოცხლის არაპროგნოზირებადობის უხეში შეხსენება. ყოველ დილით შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თითოეული დღე საჩუქარია და თქვენ მოგეთხოვებათ გააკეთოთ მაქსიმუმი იმ რესურსით, რაც მოგეცათ. მომენტი, როდესაც დაიწყებთ ცხოვრების, როგორც საჩუქრის დანახვას, ის ნამდვილი საჩუქარი გახდება თქვენთვის. ყველაფერთან ერთად, დიდებული დღე სწორი აზროვნებით იწყება.

7. პატიებისთვის ბოდიშს ნუ დაელოდებით

ცხოვრება გაცილებით მარტივად წარიმართება, როცა ყველანაირ ჯავრს დაივიწყებთ და აპატიებთ მათაც კი, ვისაც არასდროს უთქვამს ბოდიში. წარსულის ნეგატიური მომენტებიდან დაგროვილ წუხილს შეუძლია დღევანდელი ბედნიერება დაანგრიოს. სიძულვილი და ბრაზი ემოციური პარაზიტებია, რომლებიც კლავენ მხიარულებას თქვენს ცხოვრებაში.

ნეგატიური ემოციები თქვენს სხეულში სტრესის საპასუხო რეაქციებს ქმნიან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ცნობილია, რომ გრძელვადიანი სტრესი სისხლის მაღალ წნევასა და გულის დაავადებებს იწვევს.

როცა პატიობთ ვინმეს, ეს არ ნიშნავს რომ მათი საქციელი გავიწყდებათ. ეს უბრალოდ გათავისუფლებთ მათი მუდმივი ტყვეობიდან.

8. თქვენი ცხოვრება ისეთია, როგორსაც თქვენ ქმნით

თქვენ არ ხართ გარემოების მსხვერპლი. არავის შეუძლია გაიძულოთ გადაწყვეტილებების მიღება და თქვენი ღირებულებების საპირისპიროდ მოქმედება. ვითარება, რომელშიც ამჟამად იმყოფებით არის თქვენი საკუთარი – თქვენ შექმენით ის. ამგვარად, მომავალი აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული. თუ ფიქრობთ, რომ არ ვითარდებით, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გეშინიათ გარისკვა. რისკი ხომ აუცილებელია მიზნების მისაღწევად და ოცნებების ასახდენად.

როცა მოვა მოქმედების დრო, დაიმახსოვრეთ რომ უმჯობესია იმ კიბის ქვედა საფეხურზე იდგეთ, რომელზედაც გსურთ ასვლა, ვიდრე იმ კიბის თავში, რომელზე ასვლაც არ გდომებიათ.

9. იცხოვრეთ დღევანდელი დღით

ვერასოდეს შეძლებთ საკუთარი თავის სრული პოტენციალის გამოყენებას, სანამ არ იცხოვრებთ აწმყოთი. დანაშაულის გრძნობის ვერანაირი მასშტაბი ვერ შეცვლის წარსულს და ვერც შფოთვით შეცვლით მომავალს. შეუძლებელია იყოთ ბედნიერი, თუ მუდმივად სადღაც სხვაგან ხართ და არ შეგიძლიათ არსებულ მომენტში რეალობის (კარგი ან ცუდი) მიღება.

იმისათვის, რომ დაეხმაროთ საკუთარ თავს იცხოვროთ არსებული მომენტით, გააკეთეთ შემდეგი ორი რამ: 1. მიიღეთ წარსული ისეთი, როგორიცაა. თუ მშვიდობას არ დაამყარებთ თქვენს წარსულთან, არასოდეს დაგტოვებთ ის და შესაბამისად მომავალსაც თქვენი წარსული შექმნის. 2. დაეთანხმეთ იმ აზრს, რომ მომავალი გაურკვეველია. წუხილის ადგილი არაა აქ და ახლა. როგორც მარკ ტვენმა თქვა, „წუხილი ჰგავს იმ ვალის გადახდას, რომელიც არ გმართებთ“

10. ცვლილება გარდაუვალია – მიიღეთ ის

მხოლოდ მაშინ, როცა მიიღებთ ცვლილებას, შეძლებთ მასში რაღაც კარგის პოვნას. გაშლილი ხელებით და გახსნილი გონებით უნდა შეხვდეთ ცვლილებას მასში შესაძლებლობების აღმოსაჩენად და გამოსაყენებლად.

მარცხისთვის იქნებით განწირული, როცა განაგრძობთ იგივე ქმედებებს, რითიც ცვლილებამდე იყავით დაკავებული იმ იმედით, რომ მისი იგნორირებით ცვლილება გაქრება. ცხოვრება არ ჩერდება არავისთვის. როცა ყველაფერი კარგად მიდის, დააფასეთ და ისიამოვნეთ ამით. თუ მუდმივად რაღაც მეტის ძიაბაში ხართ, რაღაც უკეთესის, რომელიც ფიქრობთ, რომ თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ, არასოდეს იქნებით აქ, აწმყოში.

***

სტატიის წყაროა entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება