სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორებისთვის სასარგებლო იქნება მოკლე ვიდეო-სახელმძღვანელოები, რომლებიც მომზადებულია ორგანიზაცია “ელვასა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის – “DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში” ფარგლებში. ეს ვიდეო-სახელმძღვანელოებია:
- ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია
- ბიზნესოპერატორად აღიარება
- ეტიკეტირება
- ტრანსპორტირება
- პერსონალის ჰიგიენა
- საწარმოს ჰიგიენა