ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

სასარგებლო სერვისები: ფაქტების კონსტატაცია

აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი ‘’ფაქტების კონსტატაცია” საშუალებას გაძლევთ დააფიქსიროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი და მიიღოთ ოქმი, რომელსაც საჭიროებისას მტკიცებულებად გამოიყენებთ.

მაგალითად, ხართ კომერციული ფართის  მესაკუთრე და გსურთ თქვენს მისი გაქირავება. თუ გაქირავებამდე გამოიყენებთ ფაქტების კონსტატაციის მომსახურებას, დამქირავებლის მხრიდან თქვენი საკუთრებისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სამართლებრივად დაცული იქნებით და ზიანის კომპენსაცია გარანტირებული გექნებათ. ფაქტების კონსტატაციის სერვისი შეგიძლიათ გამოიყენოთ შესრულებული სამუშაოს აღწერისთვის: მიიღეთ შეკვეთილი საქონელი, თუმცა ხარისხი, გარეგნობა, თვისობრივი ნიშანი და ა.შ. არ გაკმაყოფილებთ/კონტრაქტს არ შეეფერება და გჭირდებათ დაუყოვნებლივ ნაკლის გამოსწორება ან აპირებთ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ფაქტების კონსტატაცია შეიძლება გამოიყენოთ: ჩუქების; გაყრის; ქონების გაყოფის; მემკვიდრეობით მიღების დროს ქონების სრული ინვენტარიზაციისათვის…

სერვისის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ, ასევე შეგიძლიათ ნახოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების სრული ჩამონათვალი.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება