ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი კვერცხისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილიდან ჩანს, თუ რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.
| მაჩვენებლები | 2017 | 
| რესურსები (მლნ. ცალი) | |
| მარაგი წლის დასაწყისში | 27 | 
| ადგილობრივი წარმოება | 600 | 
| იმპორტი | 15 | 
| სულ რესურსები | 642 | 
| გამოყენება (მლნ. ცალი) | |
| საინკუბაციოდ | 35 | 
| სასურსათო მოხმარება | 560 | 
| დანაკარგები | 12 | 
| ექსპორტი | 3 | 
| მარაგი წლის ბოლოს | 32 | 
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 642 | 
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 98 | 
ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები კვერცხისთვის 2014-2016 წლებში.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”


 business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის
				 
		 
						
					 
						
					 
						
					 
						
					