ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ხორცისთვის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის) 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილიდან ჩანს, თუ რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.
| მაჩვენებლები | 2017 |
| რესურსები (ათასი ტონა) | |
| მარაგი წლის დასაწყისში | 2.2 |
| ადგილობრივი წარმოება | 66.2 |
| იმპორტი | 88.3 |
| სულ რესურსები | 156.7 |
| გამოყენება (ათასი ტონა) | |
| პირუტყვის საკვებად | 0.1 |
| სასურსათო მოხმარება | 142.9 |
| დანაკარგები | 0.8 |
| ექსპორტი | 10.5 |
| მარაგი წლის ბოლოს | 2.4 |
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 156.7 |
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 46.0 |
ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები ხორცისთვის 2014-2016 წლებში.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის