2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +14.8%-ია.
მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა (ზრდა +23%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.8), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%), რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28%, და ლიტვა +16%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი +131%, საუდის არაბეთი +127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48% და თურქეთი +20%.
TOP 10 ქვეყანა
ტურისტების რაოდენობით პირველი 10 ქვეყანა შემდეგია:
| ქვეყანა | 2017: იანვარი | 2018: იანვარი | ცვლილება (%) | |
| 1 | აზერბაიჯანი | 115,527 | 116,503 | 1% |
| 2 | თურქეთი | 79,042 | 94,959 | 20% |
| 3 | სომხეთი | 77,528 | 93,711 | 21% |
| 4 | რუსეთი | 62,075 | 71,141 | 15% |
| 5 | ირანი | 8,091 | 15,570 | 92% |
| 6 | უკრაინა | 10,232 | 10,497 | 3% |
| 7 | ინდოეთი | 2,565 | 3,792 | 48% |
| 8 | ისრაელი | 1,703 | 3,006 | 77% |
| 9 | ყაზახეთი | 2,271 | 2,447 | 8% |
| 10 | ფილიპინები | 1,997 | 2,379 | 19% |
ქვეყნები მინიმალური ვიზიტორებით
კონგო, გაბონი, მალი, გვინეა-ბისეუ, ნიგერი, სეიშელის კუნძულები, ლაოსი, კამბოჯა – ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოს თითო-თითო ადამიანი ეწვია.
ვიზიტის ტიპები
ტურისტების 42 % საქართველოში 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში დარჩა.
| ვიზიტის ტიპი | 2017 იანვარი | 2018 იანვარი | ცვლილება % |
| 24 საათი და მეტი (ტურისტი) | 154,083 | 189,476 | 23.0% |
| ტრანზიტი | 65,333 | 83,967 | 28.5% |
| ერთდღიანი ვიზიტი | 167,654 | 170,798 | 1.9% |
საზღვრის ტიპები
ტურისტთა 79 % სახმელეთო გზით შემოვიდა, საზღვაო საზღვრით 0.5 %-მა ისარგებლა.საზღვრის ტიპები
| ტიპი | 2017 იანვარი | 2018 იანვარი | ცვლილება % |
| სახმელეთო | 316,612 | 352,765 | 11.40% |
| საჰაერო | 65,135 | 84,723 | 30.10% |
| სარკინიგზო | 3,046 | 3,809 | 25.00% |
| საზღვაო | 2,277 | 2,944 | 29.30% |
სასაზღვრო პუნქტები
სასაზღვრო პუნქტების მიხედვით ვიზიტების განაწილება შემდეგია:
| საზღვარი | 2017 იანვარი | 2018 იანვარი |
| სარფი | 74,534 | 89,655 |
| წითელი ხიდი | 89,546 | 86,108 |
| აეროპორტი თბილისი | 57,965 | 77,889 |
| სადახლო | 58,622 | 75,917 |
| ყაზბეგი | 47,454 | 48,302 |
| ცოდნა | 13,869 | 14,957 |
| ნინოწმინდა | 12,636 | 13,775 |
| ვალე | 5,741 | 8,985 |
| ვახტანგისი | 5,582 | 5,402 |
| კარწახი | 3,987 | 5,195 |
| გუგუთი | 4,578 | 4,427 |
| აეროპორტი ქუთაისი | 5,953 | 3,958 |
| რკინიგზა გარდაბანი | 2,110 | 3,000 |
| აეროპორტი ბათუმი | 1,217 | 2,876 |
| პორტი ფოთი | 1,314 | 1,512 |
| პორტი ბათუმი | 942 | 1,286 |
| რკინიგზა სადახლო | 936 | 809 |
| პორტი ყულევი | 21 | 146 |
| სამთაწყარო | 50 | 25 |
| ახკერპი | 13 | 17 |
იხილეთ ვრცლად ბმულზე.
***
სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის