საქართველოში 2016 წელს 6,360,503 ტურისტი შემოვიდა (ეს 8 %-ით, 459,409 ადამიანით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან (1,523,703), სომხეთიდან (1,496,437), თურქეთიდან (1,256,561) და რუსეთიდან (1,038,750) გვესტუმრა – მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (5,315,451 ადამიანი) ტურისტთა სრული რაოდენობის 84 % შეადგინა.
2016 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $ 2,166,334 შეადგინა ($ 230,419-ით მეტი, ვიდრე 2015 წელს).
TOP 15 ქვეყანა
ტურისტების რაოდენობით პირველი 15 ქვეყანა შემდეგია:
| ქვეყანა | 2015 | 2016 | ცვლილება | |
| 1 | აზერბაიჯანი | 1,393,257 | 1,523,703 | 130,446 | 
| 2 | სომხეთი | 1,468,888 | 1,496,437 | 27,549 | 
| 3 | თურქეთი | 1,391,721 | 1,256,561 | -135,160 | 
| 4 | რუსეთი | 926,144 | 1,038,750 | 112,606 | 
| 5 | უკრაინა | 141,734 | 174,858 | 33,124 | 
| 6 | ირანი | 25,273 | 147,937 | 122,664 | 
| 7 | ისრაელი | 59,487 | 92,215 | 32,728 | 
| 8 | ყაზახეთი | 36,777 | 48,849 | 12,072 | 
| 9 | პოლონეთი | 41,425 | 44,436 | 3,011 | 
| 10 | გერმანია | 36,826 | 40,915 | 4,089 | 
| 11 | ბელარუსი | 28,959 | 37,110 | 8,151 | 
| 12 | ინდოეთი | 12,114 | 36,410 | 24,296 | 
| 13 | ა შ შ | 31,147 | 34,250 | 3,103 | 
| 14 | საუდის არაბეთი | 9,850 | 21,257 | 11,407 | 
| 15 | საბერძნეთი | 19,221 | 20,340 | 1,119 | 
ქვეყნები მინიმალური ვიზიტორებით
სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენტ-ლუსია, ვანუატუ, პაპუა ახალი გვინეა, ტუვალუ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – ეს ის ქვეყნებია, საიდანაც საქართველოს თითო-თითო ადამიანი ეწვია.
ვიზიტის ტიპები
ტურისტების 43 % საქართველოში 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში დარჩა.
| ვიზიტის ტიპი | 2015 | 2016 | 
| 24 საათი და მეტი | 2,281,971 | 2,720,970 | 
| ტრანზიტი | 1,400,835 | 1,321,344 | 
| ერთდღიანი ვიზიტი | 2,218,288 | 2,318,189 | 
საზღვრის ტიპები
ტურისტთა 82 % სახმელეთო გზით შემოვიდა, საზღვაო საზღვრით 0.8 %-მა ისარგებლა.
| საზღვრის ტიპი | 2015 | 2016 | 
| სახმელეთო | 5,034,368 | 5,182,780 | 
| საჰაერო | 764,588 | 1,066,597 | 
| სარკინიგზო | 62,664 | 60,389 | 
| საზღვაო | 39,474 | 50,737 | 
სასაზღვრო პუნქტები
სასაზღვრო პუნქტების მიხედვით ვიზიტების განაწილება შემდეგია:
| საზღვარი | 2015 | 2016 | 
| სარფი | 1,406,998 | 1,262,799 | 
| სადახლო | 1,087,763 | 1,164,810 | 
| წითელი ხიდი | 1,011,601 | 1,164,495 | 
| ყაზბეგი | 908,684 | 931,924 | 
| აეროპორტი თბილისი | 627,903 | 845,874 | 
| ცოდნა | 224,394 | 198,558 | 
| ნინოწმინდა | 205,160 | 193,544 | 
| აეროპორტი ბათუმი | 77,490 | 129,718 | 
| ვალე | 91,920 | 108,561 | 
| აეროპორტი ქუთაისი | 59,195 | 91,005 | 
| ვახტანგისი | 61,124 | 68,770 | 
| კარწახი | 6,353 | 46,003 | 
| გუგუთი | 29,618 | 42,494 | 
| რკინიგზა სადახლო | 27,768 | 32,004 | 
| რკინიგზა გარდაბანი | 34,896 | 28,385 | 
| პორტი ფოთი | 15,483 | 25,786 | 
| პორტი ბათუმი | 20,879 | 22,694 | 
| პორტი ყულევი | 3,112 | 2,257 | 
| სამთაწყარო | 359 | 499 | 
| ახკერპი | 394 | 323 | 
***
სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”


 business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის
				 
		 
						
					 
						
					 
						
					 
						
					