პარასკევი , მარტი 29 2024
geen

სტაჟირება საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტში

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი  იწყებს სტაჟიორების მიღებას პროექტისთვის ‘’business.org.ge | პორტალი მეწარმეებისთვის’’.

სტაჟიორებს მოუწევთ შემდეგი საქმის კეთება:

  • შერჩეულ სავაჭრო ობიექტებში ვიზიტები და მიზნობრივი პროდუქტების აღრიცხვა (დასახელება, ფასი, განლაგება…)
  • გამოკითხვების ჩატარება
  • ინტერნეტ-სივრცეში პროექტისთვის საინტერესო მონაცემების/სტატიების მოძიება
  • მიზნობრივი პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის მონაცემების დამუშავება

სტაჟიორი უნდა იყოს პუნქტუალური, დაკვირვებული, უნდა შეეძლოს აზრის ნათლად, კონკრეტულად გადმოცემა. ექსპორტ-იმპორტის და სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაზე მუშაობის მსურველ სტაჟიორს / პრაქტიკანტს უნდა ჰქონდეს Excel-ში მუშაობის პირველადი უნარ-ჩვევები.

სამუშაო ტერიტორია – თბილისი. სამუშაო ენა – ქართული. სამუშაო საათები თითოეული სტაჟიორისთვის / პრაქტიკანტისთვის შერჩეული იქნება ინდივიდუალურად.

ვიზიტი შეუთანხმეთ პროექტის მენეჯერს ტელეფონის ნომერზე 5 55 51 03 03. ვიზიტის დროს თან იქონიეთ ფურცელზე ამობეჭდილი CV.

ოფისის მისამართი: თბილისი, შარტავას ქუჩა # 34, ბინა # 1.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება