შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2017 წლის I კვარტალი

საქართველოში შიდა ვიზიტორებმა 2017 წლის იანვარ-მარტში რამდენჯერმე იმოგზაურეს – წლის პირველი კვარტლის ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონამდე ვიზიტი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად (55.2 %) განხორციელდა, ვიზიტების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა მკურნალობა/გაჯანსაღების (12.7 %) და შოპინგის (12.2 %) მიზნით, ხოლო დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 4,6 % შეადგინა.

2017 წლის პირველ კვარტალში შიდა ვიზიტების 27 % საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ მოდის იმერეთი (20 %) და აჭარა (11 %). დასვენების მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს შორის ყველაზე ხშირად მონახულებადი რეგიონები იყო: მცხეთა-მთიანეთი (24 %), სამცხე-ჯავახეთი (24 %) და თბილისი (15 %).

2017 წლის I კვარტალში საქართველოში შიდა მოგზაურობის დეტალური მონაცემები იხილეთ აქ.

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება