შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შედეგები: 2013 – 2018, აგვისტო

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლის მარტიდან ახორციელებს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს.

  • 2013 წლის 1-ლი მარტიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით ბანკების მიერ 19,186 უნიკალურ ბენეფიციარზე გაცემულია ჯამურად 1,727,880,027 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აქედან სახელმწიფოს მიერ სესხის პროცენტის დაფინანსებამ 219,718,018 ლარი შეადგინა
  • 2013-2017 წლებში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული 13,000 ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად გადახდილია 620.9 მლნ. ლარი
  • 2012 წელთან შედარებით 2013-2017 წლებში ამ ბენეფიციართა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 133.8 მლნ. ლარით მეტი ანუ 1 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებით გენერირებულია დამატებით 0.61 ლარი გადასახადი
  • 2017 წელს ბენეფიციარ საწარმოთა ერთობლივმა შემოსავალმა 2 მილარდამდე ლარი შეადგინა, რაც 2.2-ჯერ აღემატება 2012 წლის იგივე მაჩვენებელს
  • 2013 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შეიქმნა 9,000 ახალი სამუშაო ადგილი – 2018 წლის აგვისტოში ბენეფიციარ საწარმოებში დეკლარირებული დასაქმებულების რაოდენობა 18,000 იყო, რაც 2-ჯერ აღემატება 2012 წლის იგივე მაჩვენებელს
  • 2013 წლის 1-ლ მარტს სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის დარგებში გაცემული კრედიტების მოცულობა 56.5 მილიონი ლარი იყო, 2018 წლის 1-ლ ოქტომბერს – 397 მილიონი ლარი (602 %-იანი ზრდა) (ამავე პერიოდში ჯამურად ყველა სექტორში გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია 193 %-ით 8.3 მილიარდი ლარიდან 24.4 მილიარდ ლარამდე)

შედეგების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ლინკიდან.

***

სტატია შექმნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება