პროექტის მიზანი
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამმუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (10 ბანკი და 2 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სახელმწიფო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას.
განხორციელებული აქტივობები
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყებიდან (2013 წლის მარტი) 2017 წლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მასშტაბით გაიცა:
- საბრუნავი საშუალების მიზნობრიობით: 469,209,444 ლარის ღირებულების 11,596 სესხი და 26,525,048 აშშ დოლარის ღირებულების 78 სესხი
- ძირითადი საშუალების მიზნობრიობით: 575,170,132 ლარის ღირებულების 16,087 სესხი და 220,441,279 აშშ დოლარის ღირებულების 2,221 სესხი
2013-2017 წლებში სულ გაცემულია 1,044,379,575 ლარის და 246,966,327 აშშ დოლარის ოდენობის 29,982 ერთეული სესხი და ლიზინგი.
2017 წელს გაცემულია 2,409 სესხი და ლიზინგი, მათ შორის 2,373 სესხი/ლიზინგი 286,022,724 ლარის ოდენობით 36 სესხი/ლიზინგი 4,528,984 აშშ დოლარის ოდენობით.
სესხების უმეტესი რაოდენობა გაცემულია შემდეგ დარგებში: მესაქონლეობა (10,000-ზე მეტი), მეცხვარეობა (3,500-მდე), მემცენარეობა (2,100-მდე).
შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პირობები. უფასო ინფორმაცია და კონსულტაციები შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლ-ცენტრიდან სატელეფონო ნომრებზე 1501 და 032 2 47 01 01 და სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
***
სტატიის წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”