შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

საწარმოთა ზომის განსაზღვრის მეთოდოლოგია

საწარმოს ზომის განსაზღვრა ეფუძნება საწარმოთა ბრუნვის მოცულობას და დასაქმებულთა რაოდენობას და გამოიყენება ბიზნესის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მომზადების მიზნით.

საწარმო არის ეკონომიკური ერთეული, რომელიც აწარმოებს საქონელს ან ეწევა მომსახურებას, დამოუკიდებლად იღებს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს საკუთარი რესურსების განაწილების შესახებ (ფლობს გადაწყვეტილებათა მიღებაში თავისუფლების განსაზღვრულ ხარისხს). საწარმო ახორციელებს ერთ ან რამოდენიმე საქმიანობის სახეს, ერთი ან მეტი
ადგილმდებარეობის მიხედვით. საწარმო შეიძლება იყოს ინდივიდუალური (ფიზიკური) ან იურიდიული პირი.

საწარმოთა ზომის განსაზღვრის მეთოდოლოგია 2017 წლამდე
2017 წლამდე საწარმოთა ზომა განისაზღვრებოდა შემდეგი მეთოდოლოგიით:
  • მსხვილია საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 100 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა 1.5 მლნ ლარს.
  • მცირე ზომისაა საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 0.5 მლნ ლარს.
  • საშუალო ზომისაა საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 20-დან 100 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 0.5 მლნ ლარიდან 1.5 მლნ ლარამდე.
საწარმოთა ზომის განსაზღვრის მეთოდოლოგია 2017 წლიდან
2017 წლიდან საწარმოთა ზომის განსაზღვრის შემდეგი მეთოდოლოგია მოქმედებს:
  • მსხვილია საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა 60 მლნ ლარს.
  • საშუალო ზომისაა საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 50-დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე.
  • მცირე ზომისაა საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 12 მლნ ლარს.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება