საქართველოში რეგისტრირებულია 686,552 სუბიექტი, რომელთაგანაც აქტიურია 177,452 ერთეული. სუბიექტთა ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისშია რეგისტრირებული, ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
რეგიონების მიხედვით რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობები შემდეგია:
| რეგიონი | სუბიექტთა რაოდენობა | აქტიური | % |
| სულ | 686,552 | 177,452 | 100 |
| ქ. თბილისი | 299,885 | 74,950 | 43.7 |
| იმერეთი | 94,348 | 24,459 | 13.7 |
| აჭარის ა.რ. | 59,468 | 17,549 | 8.7 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 53,554 | 13,112 | 7.8 |
| ქვემო ქართლი | 50,519 | 13,283 | 7.4 |
| სამცხე-ჯავახეთი | 20,457 | 5,372 | 3.0 |
| კახეთი | 42,615 | 11,124 | 6.3 |
| შიდა ქართლი | 30,348 | 8,683 | 4.4 |
| გურია | 16,726 | 4,507 | 2.4 |
| მცხეთა-მთიანეთი | 12,698 | 3,095 | 1.8 |
| რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 5,769 | 1,303 | 0.8 |
| აფხაზეთის ა.რ. | 165 | 15 | – |
შენიშვნა: ეკონომიკური ერთეული აქტიურად ითვლება, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც: ბრუნვა მეტია ნულზე; დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ნულზე; ხელფასი ან დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ნულზე, აქვს მოგება ან ზარალი; გადაიხადა ნებისმიერი გადასახადი, გარდა მხოლოდ ქონების გადასახადისა.
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის