სასაკლაოების რაოდენობები
2017 წლის ივნისში საქართველოში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 65 % 4 რეგიონზე (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა.
| რეგიონი | რაოდენობა | % |
| იმერეთი | 14 | 18.9 |
| ქვემო ქართლი | 12 | 16,2 |
| კახეთი | 12 | 16.2 |
| შიდა ქართლი | 10 | 13.5 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 9 | 12.2 |
| მცხეთა-მთიანეთი | 4 | 5.4 |
| თბილისი | 4 | 5.4 |
| გურია | 4 | 5.4 |
| აჭარა | 3 | 4.1 |
| სამცხე-ჯავახეთი | 2 | 2.7 |
| სულ | 74 |
დაკლული ფრინველისა და ცხოველის რაოდენობები
2017 წლის 1-ლ კვარტალში სასაკლაოებში დაკლულია 74.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 56.3 % მსხვილფეხა, ხოლო 43.7 % – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). დაკლული
ფრინველის რაოდენობა 2,463.2 ათასი ერთეული იყო. 2017 წლის მე-2 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 91.9 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49.9 % მსხვილფეხა, ხოლო 50.1 % – წვრილფეხა. დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,499.1 ათასი ერთეული იყო.
2017 წლის იანვარ-ივნისში დაკლული ფრინველისა და ცხოველის რაოდენობები:
| ცხოველი/ფრინველი | დაკლულის რაოდენობა (სული) |
| მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | 87,732 |
| ცხვარი და თხა | 24,523 |
| ღორი | 53,866 |
| ფრინველი | 4,962,335 |
| სხვა | 150 |
| სულ | 5,128,606 |
წარმოებული ხორცის რაოდენობა
სასაკლაოების მიერ 2017 წლის 1-ლ კვარტალში 8,021.2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), 2017 წლის მე-2 კვარტლის განმავლობაში კი – 9,596.2 ტონა.
2017 წლის იანვარ-ივნისში წარმოებული ხორცის რაოდენობები:
| ცხოველი/ფრინველი | წარმოებული ხორცი (კგ) |
| მსხვილფეხარქოსანი პირუტყვი | 7,202,814 |
| ცხვარი და თხა | 347,663 |
| ღორი | 3,134,538 |
| ფრინველი | 6,932,086 |
| სხვა | 300 |
| სულ | 17,617,401 |
დაკვლის ფასები
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის დაკვლა – 23.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა – 9.4 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 21.8 ლარი.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის 1-ლი კვარტლის და 2017 წლის მე-2 კვარტლის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის