შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სასაკლაოების კვლევა: 2016 წელი

სასაკლაოების რაოდენობები

2016 წელს საქართველოში 86 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 65 % 4 რეგიონზე (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა.

რეგიონი რაოდენობა %
ქვემო ქართლი 15 17.4
იმერეთი 14 16.3
კახეთი 14 16.3
შიდა ქართლი 13 15.1
სამეგრელო-ზემო სვანეთი 9 10.5
თბილისი 6 7.0
მცხეთა-მთიანეთი 6 7.0
გურია 4 4.7
აჭარა 3 3.5
სამცხე-ჯავახეთი 2 2.3
სულ 86
დაკლული ფრინველისა და ცხოველის რაოდენობები

2016 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 34,457 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2016 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 311,313 სული პირუტყვი, მათ შორის 59.7 % მსხვილფეხა, ხოლო 40.3 % – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 9,620,566 ერთეულია.

ცხოველი/ფრინველი დაკლულის რაოდენობა (სული)
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი  185,753
ცხვარი და თხა  25,914
ღორი  97,741
ფრინველი              9,620,566
სხვა                      1,905
სულ 9,931,879
წარმოებული ხორცის რაოდენობა

სასაკლაოების მიერ 2016 წლის განმავლობაში 36,487.6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 44.9 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37.1 % – ფრინველის, 16.9 % – ღორის, 1.1 % – ცხვრისა და თხის ხორცზე.

ცხოველი/ფრინველი წარმოებული ხორცი (კგ)
მსხვილფეხარქოსანი პირუტყვი  16,387,986
ცხვარი და თხა  389,195
ღორი  6,164,848
ფრინველი  13,537,661
სხვა  7,883
სულ  36,487,573

2016 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 2,546,900 კგ. შესყიდული იყო სასაკლაოების მიერ, საიდანაც 72.9 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო დანარჩენი – ღორის, თხისა და ცხვრის ხორცზე.

დაკვლის ფასები

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის დაკვლა – 23.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა – 10.6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 22.5 ლარი.

ტექნიკური აღჭურვა

სასაკლაოების უმრავლესობა (58.1 %) ნაწილობრივ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 34.9 % აღჭურვილია სრულად, ხოლო 7.0 % არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხები

სასაკლაოების 57.0 % არ სარგებლობს სესხით, ხოლო 43.0 %-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 78.4 %-ს – ძირითადი საშუალებებისთვის, 2.7 %-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის და 18.9 %-ს – როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

კონკურენტუნარიიანობაზე მოქმედი ფაქტორები

სასაკლაოების 17.4 % თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე კომუნალური გადასახადების სიდიდე ახდენს. სასაკლაოების 16.9 % მნიშვნელოვან ფაქტორად შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობას ასახელებს, 14.3 % – თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 13.1 %-ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, 12.8 %-ის აზრით კი – სუსტი კავშირი მწარმოებლებთან და სახელმწიფო გადასახადების სიდიდე. სასაკლაოების 12.5 %-ისთვის კონკურენტუნარიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება