2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 %-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.0 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.9 მლნ. აშშ დოლარს (23.4 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 % შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 924.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.6 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება 2013-2018 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
*წინასწარი მონაცემები
2018 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.6 % შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (714.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (548.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (430.5 მლნ. აშშ დოლარი).
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”