2017 წელს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა 1.565 მლნ ადამიანს შეადგენდა, რაც მთელი მოსახლეობის 42 %-ია. მათგან 8.2 %-ის დასაქმების სფეროს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, ნადირობა და თევზჭერა; 16.4 %-ის – მრეწველობა; 9.3 %-ის – მშენებლობა; 17.6 %-ის – ვაჭრობა; 10.2 %-ის – ვაჭრობა, ხოლო დანარჩენი 38.3 % სხვა კატეგორიებში ნაწილდებოდა.
ქვემოთ მოცემული პუბლიკაციის მონაცემები ეფუძნება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას, რომელიც 2016 წელს შერჩევის ზომის 5,000-დან 12,000 მეურნეობამდე გაზრდის შედეგად გაფართოვდა. 2016 წლიდან მონაცემები უფრო მრავალფეროვანია როგორც ქვეყნის დონეზე, ასევე რეგიონების მიხედვით. მონაცემები ჩაშლილია საქართველოს 11 რეგიონისათვის: ქ. თბილისი, აჭარის არ, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”