წინასწარი მონაცემებით 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38 042,2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11,8 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 %-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 %-ით განისაზღვრა.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მიმდინარე ფასებში, მლნ. ლარი) | |||
ეკონომიკური საქმიანობის სახეები | 2016 | 2017 | რეალური ზრდა (%) |
სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა | 2 629,5 | 2 671,6 | -2,7 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 333,3 | 367,0 | 7,1 |
დამამუშავებელი მრეწველობა | 2 832,2 | 3 338,6 | 5,0 |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება | 932,5 | 968,0 | 1,8 |
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ | 701,2 | 679,8 | -2,7 |
მშენებლობა | 2 499,9 | 3 039,2 | 11,2 |
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი | 4 979,7 | 5 735,4 | 6,6 |
სასტუმროები და რესტორნები | 822,1 | 965,8 | 11,2 |
ტრანსპორტი | 2 191,0 | 2 545,9 | 7,2 |
კავშირგაბმულობა | 699,8 | 762,3 | 4,2 |
საფინანსო საქმიამობა | 1 164,2 | 1 340,8 | 9,2 |
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა | 1 969,6 | 2 239,1 | 6,3 |
საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა | 926,9 | 974,2 | 3,2 |
სახელმწიფო მმართველობა | 2 660,9 | 2 768,6 | 3,4 |
განათლება | 1 428,0 | 1 544,8 | 3,6 |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება | 1 798,8 | 1 944,4 | 2,8 |
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა | 1 244,5 | 1 265,3 | 3,1 |
შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის | 31,4 | 32,1 | -1,8 |
ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება | -521,6 | -596,1 | 6,7 |
მშპ საბაზისო ფასებში, მლნ. ლარი | 29,323,9 | 32,587,1 | 4,9 |
(+) გადასახადები პროდუქციაზე | 4 873,2 | 5 645,1 | 5,6 |
(-) სუბსიდიები პროდუქციაზე | 168,6 | 190,0 | 4,8 |
მშპ საბაზისო ფასებში, მლნ. ლარი | 34,028,5 | 38,042,2 | 5,0 |
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,6 %) და მრეწველობა (16,4 %). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,4 %), მშენებლობა (9,3 %), სახელმწიფო მმართველობა (8,5 %), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 %), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 %).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (11,2 %), სასტუმროები და რესტორნები (11,2 %), საფინანსო საქმიანობა (9,2 %), ტრანსპორტი (7,2 %), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,1 %), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6,6 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 %), დამამუშავებელი მრეწველობა (5,0 %).
კლება აღინიშნა სოფლის მეურნეობისა (-2,7%) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2,7%) სექტორებში.
ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა მოცემულია ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე.
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”