შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

საპენსიო სააგენტო

2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა შესაძლებელია საქართველოს ყველა დასაქმებული ან თვითდასაქმებული მოქალაქისთვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამავე დროს, საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქისთვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ჯერ არ ქონდა შესრულებული 40 წელი.

საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, ინსტრუქცია საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ, პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე და სხვა ინფორმაცია.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება