სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

საპარტნიორო ფონდი

სს “საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB-“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

“საპარტნიორო ფონდი” შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:

1. აქტივების მართვა – ფონდის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2017 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან: საქართველოს რკინიგზა – 100% წილი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 100% წილი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – 100% წილი; ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – 100% წილი; სს თელასი – 24.5% წილი;

საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს.

2. საინვესტიციო საქმიანობა – ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია კერძო ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. ფონდისთვის მნიშვნელოვანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით. მათ შორის შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა , წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. დაფინანსებისთვის განიხილება მხოლოდ კომერციულად მიზანშეწონილი პროექტები, რომლებსაც გამოცდილი პარტნიორები ან დაქირავებული სპეციალიზირებული ოპერატორები მართავენ.

ფონდი ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიან თანადაფინანსირებაში გამოისახება. იგი პასიური პარტნიორის როლში იღებს მონაწილეობას როგორც Greenfield (ახალი ბიზნეს ინიციატივები), ისე Brownfield პროექტებში (ინვესტიცია არსებულ ბიზნესში), წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით.

***

სტატია შექმნილია სს “საპარტნიორო ფონდის” მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება