შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი: ივნისი

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ზომავს მწარმოებელთა მიერ წარმოებული საქონლის ფასების საშუალო დონის მაჩვენებლის ცვლილებას საბაზისო პერიოდთან შედარებით. მისი საშუალებით შესაძლებელია მომავალი ინფლაციური წნეხის ადრეულ ეტაპზე პროგნოზირება და ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოტენციური გაყიდვებისა თუ წარმოების მოცულობის შესახებ.

2018 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,1 %-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6,8 %-ით გაიზარდა.

წინა თვესთან შედარებით ფასები 1,3 %-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -1,03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,5 %), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-4,1 %), ასევე სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (-0,5 %). ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,4 %-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0,06 პროცენტული პუნქტით აისახა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,1 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,22 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (13,5 %), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (3,6 %);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 14,6 %-იანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,97 პროცენტული პუნქტით აისახა.

იხილეთ მწარმოებელთა ფასების ინდექსი თითოეული სასაქონლო ჯგუფის მიხედვით ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება