შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სახელმწიფო პროგრამები: აგროდაზღვევა

სახელმწიფო 2014 წლიდან ახორციელებს აგროდაზღვევის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობები:

დასაზღვევი რისკები

დაზღვევა ფარავს შემდეგი რისკებით გამოწვეულ ზარალს:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1-ლი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში
სახელმწიფოს თანადაფინანსება და ტარიფები
  • 2017 წლის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე გაშენებული აგროკულტურები (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა)
  • თითოეული დამზღვევი 70 %-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე – 50 %-ს
  • დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად (სადაზღვევო ტარიფები 2017 წლისთვის)
დაზღვევის მოქმედების დაწყება

დაზღვევის მოქმედების პერიოდში ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მიმართ მზღვეველის ვალდებულება ძალაში შედის:

ერთწლიანი კულტურებისთვის – თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90 % თანაბრად აღმოცენებულია და იმყოფება სავეგეტაციო პერიოდის მიწისზედა ორგანოების (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაში და მოქმედებს მოსავლის აღებამდე; სანერგე მასალის (ჩითილი) დარგვის შემთხვევაში – სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა:

  • მარცვლეული კულტურები
  • პარკოსანი კულტურები
  • ბოსტნეული კულტურები
  • ბაღჩეული კულტურები

მრავალწლიანი კულტურებისთვის – თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ რაც:

ხილი – დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50 % მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში, გარდა ბლისა, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ –ს დიამეტრში;

კენკროვანი კულტურებისთვის – მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრად გარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე;

ვაზისთვის – გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია);

კაკლოვანი კულტურებისთვის – დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ –ს დიამეტრში;

სუბტროპიკული კულტურებისთვის – დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50 % მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში;

ციტრუსისთვის – დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50 % მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში.

პროექტის დეტალური პირობები, შეზღუდვები, ვალდებულებები, დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ნიმუშები, გასავლელი ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება