შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის დასაგეგმად

თუ ტურიზმის სფეროში საქმიანობთ ან აპირებთ საქმიანობის დაწყებას, თქვენთვის სასარგებლო იქნება ”სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის დასაგეგმად”, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა.

”ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სწრაფად მზარდ სექტორს. მისი მნიშვნელობა დიდია საქართველოშიც, სადაც იგი განვითარების აქტიურ ეტაპზე იმყოფება და აქვს პოტენციალი კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შემოსავლების, დასაქმების და ინვესტიციების ზრდაში. 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული მაჩვენებელი 6,360,503 დაფიქსირდა, რამაც ქვეყანას 2.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა, ტურიზმის წილი მშპ-ში კი 7.1%-მდე გაიზარდა.

სახელმძღვანელო „შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ მიზნად ისახავს დაეხმაროს ტურისტული ბიზნესით დაინტერესებულ პირებს თუ ორგანიზაციებს შემომყვანი ტურიზმის განვითარებაში. ის ასევე აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტების უმრავლესობაში და იმედი გვაქვს მისი სასწავლო პროცესში ჩართვა მომავალში მთელი საქართველოს მაშტაბით მოხდება. სახელმძღვანელო მოიცავს ბიზნესის დაგეგმვის ეტაპებს, ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებს, მიზნობრივი ბაზრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რჩევებს და რეკომენდაციებს”.

გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება