პარასკევი , აპრილი 19 2024
geen

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის ძირითადი შედეგები: 2016 წელი

2016 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 58 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მათგან 77,6% ქალაქ თბილისშია განთავსებული, 10,3% – აჭარაში, 5,2% – იმერეთში, 3,5% – კახეთში, ხოლო დანარჩენი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

გზავნილების მიწოდებას საქართველოში 2016 წელს ახორციელებდა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების 165 სერვის ცენტრი, რომლებშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 3,7 ათასი კაცი შეადგინა. აქედან 891 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალმა 53,0 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 67,8%-ს შეადგენს, ხოლო 32,2% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 43,0% ამანათების მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს, რომლის 80,1% საერთაშორისო გზავნილებიდან არის მიღებული, ხოლო 19,9% – ადგილობრივი გზავნილებიდან.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 28,8% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 41,3% საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 58,7% – ადგილობრივი გზავნილებზე ნაწილდება. საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2016 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5249,6 ათასი წერილობითი კორესპოდენცია და 1336,4 ათასი ამანათი.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება